17–23 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
ᲥᲔᲑᲐᲗᲐ ᲥᲔᲑᲐ 6–8
სიმღერა 34 და ლოცვა | შესავალი სიტყვა (1 წთ.)
1. შეინარჩუნეთ ზნეობრივი სიწმინდე
(10 წთ.)
შულამელი გოგოს ძმებს სურდათ, რომ მათ დას ზნეობრივი სიწმინდე შეენარჩუნებინა (ქებ. 8:8, 9; it „ქებათა ქება (ბიბლიის წიგნი)“ ¶11).
შულამელმა გოგომ ცდუნების წინაშე სიმტკიცე გამოიჩინა და ამიტომაც თქვა: „გულდამშვიდებული ვარ“ (ქებ. 8:10; yp 188 ¶2).
ის ნამდვილად სამაგალითოა ახალგაზრდებისთვის (yp2 33).
ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ: როგორ შემიძლია ხელი შევუწყო დაუქორწინებელ თანაქრისტიანებს ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში?
2. ღვთის სიტყვის სიღრმეები
(10 წთ.)
ქებ. 8:6 – რატომ ეწოდება ნამდვილ სიყვარულს „იაჰის ალი“? (w15 1/15 29 ¶3)
რა აღმოჩნდა თქვენთვის საინტერესო ამ კვირაში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთიდან?
3. ბიბლიის კითხვა
(4 წთ.) ქებ. 7:1–13 (th გაკვეთილი 12)
4. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲙᲐᲠᲓᲐᲙᲐᲠ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საუბრის წამოსაწყებად გამოიყენე jw.org საკონტაქტო ბარათი (lmd გაკვეთილი 4, პუნქტი 4).
5. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲡᲐᲯᲐᲠᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. საქმიან ტერიტორიაზე საუბრის წამოსაწყებად გამოიყენე რომელიმე ბუკლეტი (lmd გაკვეთილი 1, პუნქტი 4).
6. საუბრის წამოწყება
(2 წთ.) ᲐᲠᲐᲤᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲐᲨᲘ ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ. წამოიწყე მეგობრული დიალოგი. საუბარი მანამ სრულდება, სანამ ქადაგებას დაიწყებ (lmd გაკვეთილი 2, პუნქტი 4).
7. საკუთარ მრწამსზე მსჯელობა
(5 წთ.) ინსცენირება. ijwfq სტატია 43 – თემა: როგორ უყურებენ იეჰოვას მოწმეები პაემანზე სიარულს? (th გაკვეთილი 7)
სიმღერა 121
8. არ გაებათ უზნეობის მახეში
(15 წთ.) განხილვა.
მწყემსმა შულამელ გოგოს ერთად გასეირნება შესთავაზა (ქებ. 2:10–14). დიდი ალბათობით, მას ცუდი არაფერი ექნებოდა განზრახული. მაგრამ გოგოს ძმებს კარგად ესმოდათ, რომ მარტო ყოფნა შეყვარებულებისთვის შეიძლება სახიფათო ყოფილიყო. ამიტომ დას საქმე გამოუჩინეს, რომ არ წასულიყო (ქებ. 2:15).
ჩვენც უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ გავებათ უზნეობის მახეში და ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც უწმიდურ საქციელამდე მიგვიყვანდა (1 კორ. 6:18). ღვთის შთაგონებით სოლომონმა შემდეგი სიტყვები დაწერა: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავ. 22:3).
აუდიტორიას უჩვენე ᲕᲘᲓᲔᲝ „ღმერთმა „იცის გულის საიდუმლოებები“. შემდეგ ჰკითხე:
რა ისწავლეთ ვიდეოდან?
9. კრების ბიბლიის შესწავლა
(30 წთ.) lfb მოთხრობა 36, 37