საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwbq სტატია 183
  • რას ამბობს ბიბლია მეგობრობაზე?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ამბობს ბიბლია მეგობრობაზე?
  • პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლია გვპასუხობს:
  • ვინ არის კარგი მეგობარი?
  • ნამდვილი მეგობრობის რა მაგალითებს ვხვდებით ბიბლიაში?
  • შესაძლებელია ღმერთთან დამეგობრება?
  • შეინარჩუნეთ მეგობრობა ამ უსიყვარულო ქვეყნიერებაში!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ოქტ.—დეკ. რატომ ვერ ვინარჩუნებ მეგობრებს?
    გამოიღვიძეთ! — 1997
  • იგავების 17:17 — „მეგობარი მუდამ მოყვარულია“.
    ბიბლიური მუხლების ახსნა
  • თქვენ შეგიძლიათ იეჰოვასთან დამეგობრება!
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
იხილეთ მეტი
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
ijwbq სტატია 183
სხვადასხვა ასაკის მეგობრები ცეცხლს უსხედან. ერთი ძმა გიტარაზე უკრავს.

რას ამბობს ბიბლია მეგობრობაზე?

ბიბლია გვპასუხობს:

მეგობრები ამდიდრებენ ჩვენს ცხოვრებას და ბედნიერებას გვანიჭებენ. კარგი მეგობრები ერთმანეთს უკეთესობისკენ ცვლიან (იგავები 17:17).

ბიბლია მოგვიწოდებს, დაკვირვებით შევარჩიოთ მეგობრები და გვაფრთხილებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცუდ არჩევანს. ცუდი მეგობრების ზეგავლენით შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. მათთან მეგობრობა შეიძლება ჩვენს პიროვნულ თვისებებზეც ცუდად აისახოს (იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33).

ამ სტატიაშია:

  • ვინ არის კარგი მეგობარი?

  • ნამდვილი მეგობრობის რა მაგალითებს ვხვდებით ბიბლიაში?

  • შესაძლებელია ღმერთთან დამეგობრება?

  • ბიბლიური მუხლები მეგობრობაზე

ვინ არის კარგი მეგობარი?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კარგი მეგობრობისთვის საერთო ინტერესებზე მეტია საჭირო. მაგალითად, ფსალმუნის 119:63-ში ვკითხულობთ: „ყველა შენიa მოშიშისა და ყველა შენი ბრძანების შემსრულებლის მეგობარი ვარ“. ამ სიტყვების ავტორი მათთან მეგობრობდა, ვისაც ღვთის შიში ჰქონდა და მისი დადგენილი ნორმების თანახმად ცხოვრობდა.

ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მეგობარი. მაგალითად:

  • „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).

  • „ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია“ (იგავები 18:24).

ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ნამდვილი მეგობარი ერთგული, მოსიყვარულე, კეთილი და ხელგაშლილია. ასეთი მეგობარი ყოველთვის მხარში გვიდგას, ჭირში თუ ლხინში. ის არც რჩევის მოცემისგან იკავებს თავს, როცა ხედავს, რომ ცუდ გზას ვადგავართ ან არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ (იგავები 27:6, 9).

ნამდვილი მეგობრობის რა მაგალითებს ვხვდებით ბიბლიაში?

ბიბლიაში მოთხრობილია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ასაკობრივი სხვაობის, განსხვავებული კულტურის, წარმომავლობის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, კარგი მეგობრები იყვნენ. მოდი ვიმსჯელოთ სამ შემთხვევაზე.

  • რუთი და ნაომი. რუთი ნაომის რძალი იყო და, რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იქნებოდა. გარდა ამისა, მათ სხვადასხვა წარმომავლობა ჰქონდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ (რუთი 1:16).

  • დავითი და იონათანი. იონათანი დავითზე დაახლოებით 30 წლით უფროსი იყო, მაგრამ ისინი ისე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, რომ „ძმებივით გახდნენ“ (1 სამუელი 18:1).

  • იესო და მისი მოციქულები. იესოს თავის მოციქულებთან შედარებით ბევრად მაღალი მდგომარეობა ეკავა. ის მათი მოძღვარი და უფალი იყო (იოანე 13:13). მიუხედავად ამისა, ის უარს არ ამბობდა მათთან მეგობრობაზე. პირიქით, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ვინც მისგან სწავლობდა. მან ასეთი რამ თქვა: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოანე 15:14, 15).

შესაძლებელია ღმერთთან დამეგობრება?

დიახ, ადამიანებს შეუძლიათ დაუმეგობრდნენ ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის მეგობრობს მართლებთან ანუ პატიოსან და წესიერ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ, მის მოსაწონად იცხოვრონ (იგავები 3:32). მაგალითად, ღვთის ერთგული მამაკაცი აბრაამი ბიბლიაში მის მეგობრად არის მოხსენიებული (2 მატიანე 20:7; ესაია 41:8; იაკობი 2:23).

a კონტექსტიდან ჩანს, რომ ამ ფსალმუნის ავტორი ღმერთს მიმართავს.

ბიბლიური მუხლები მეგობრობაზე

ფსალმუნი 119:63: „ყველა შენი მოშიშისა და ყველა შენი ბრძანების შემსრულებლის მეგობარი ვარ“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: მეგობრებს ღვთისადმი რწმენა და მის მოსაწონად ცხოვრების სურვილი უნდა აერთიანებდეთ.

იგავები 3:32: „იეჰოვასb სძულს მზაკვარი კაცი, მართლებთან კი მეგობრობს“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ის, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურს, პატიოსანი და ზნეობრივად სუფთა უნდა იყოს.

იგავები 13:20: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: მეგობრები ან დადებითად მოქმედებენ ჩვენზე, ან უარყოფითად.

იგავები 17:17: „ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ნამდვილი მეგობრები ჭირსა თუ ლხინში ჩვენ გვერდით არიან.

იგავები 18:24: „ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: ნამდვილი მეგობარი არასდროს გაგვიმტყუნებს იმედს. ის ერთგული, სანდო და მზრუნველია.

იგავები 27:6: „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: საჭიროების შემთხვევაში კარგი მეგობარი უკან არ იხევს რჩევის მიცემისგან.

იგავები 27:17: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს“.

რას ნიშნავს ეს სიტყვები: კარგი მეგობრები ერთმანეთს უკეთესობისკენ ცვლიან.

b ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება