საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 2 გვ. 20-გვ. 23
  • მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • „ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • ნოეს კიდობანი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 2 გვ. 20-გვ. 23

2 ᲜᲝᲔ

მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲒᲐᲕᲘᲓᲐ დრო და ამჯერად იეჰოვას თავისი ზეციერი ძეები, ანგელოზები დაუპირისპირდნენ. მათ ადამიანთა ასულებს დაადგეს თვალი, ხორცი შეისხეს, დედამიწაზე ჩამოვიდნენ და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ. ამ ქალებისგან მათ ჰიბრიდული შთამომავლები, ბუმბერაზები შეეძინათ, რომლებსაც ნეფილიმებს უწოდებდნენ. ისინი აგრესიული და მოძალადე ბუნებით გამოირჩეოდნენ, რის გამოც მთელი დედამიწა ძალადობით აივსო. შედეგად კაცთა მოდგმა, რომელსაც სრულყოფილი დასაბამი ჰქონდა, ღვთის თვალში სრულიად გაიხრწნა. ამ სავალალო გარემოში ცხოვრობდა კაცი, რომელიც უმეტესობას არ ჰგავდა. ეს იყო ენოქის შვილთაშვილი, ნოე.

თავისი წინაპრის, ენოქის მსგავსად ნოეც მართალი კაცი იყო და ჭეშმარიტი ღვთის გზით დადიოდა. ის ცოლთან ერთად სამ ვაჟს ზრდიდა და ასწავლიდა, რომ ყოველთვის ღმერთს დამორჩილებოდნენ. იმ გარემოში მათი ოჯახი ნამდვილად გამორჩეული იყო.

ერთ დღეს იეჰოვა ნოეს უმხელს, რომ დედამიწაზე წარღვნას მოავლენს და ყველა ბოროტ ადამიანს მოსპობს. თუმცა აიმედებს კიდეც, რომ მართალი ადამიანები გადარჩებიან, და ვეებერთელა კიდობნის აშენებას ავალებს. მანამდე ასეთი სტიქია არასოდეს მომხდარა. უშველებელი კიდობნის აგებაც ნოესთვის სრულიად უჩვეულო დავალებაა, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარება იეჰოვას სიტყვებში. ამიტომ არ აყოვნებს და დავალების შესრულებას იწყებს.

ნოესა და მის ოჯახს ძლიერი მტრები ჰყავდათ, რომლებსაც მათი გამაფრთხილებელი ცნობა და კიდობნის მშენებლობა აღიზიანებდათ.

თუმცა ნოე და მისი ოჯახის წევრები დიდ დაცინვასა და წინააღმდეგობას ხვდებიან ხორცშესხმული ანგელოზებისა და მათი მოძალადე შთამომავლებისგან. მაგრამ ისინი გაბედულებას იჩენენ და შეუპოვრად აგრძელებენ მუშაობას. საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევს და დაახლოებით 50 წელიწადში ღვთის ეს ერთგული ადამიანები – ნოე, მისი ცოლი და სამი ვაჟი ცოლებთან ერთად – კიდობნის მშენებლობას ასრულებენ.

ნოე თავის ორ ვაჟთან და მათ ცოლებთან ერთად პროდუქტით სავსე ურიკას მიაგორებს. ხალხი დასცინის მათ. ფონზე მშენებარე კიდობანი მოჩანს.

მშენებლობის პარალელურად ნოე სხვა საქმითაცაა დაკავებული, რის გამოც მოგვიანებით „სიმართლის მქადაგებლის“ სახელით ხდება ცნობილი. ის ხალხს აფრთხილებს მოსალოდნელი განადგურების შესახებ და მისი ოჯახიც მსგავსად იქცევა. თუმცა, სამწუხაროდ, მათ ყურს არავინ უგდებს. როგორც ჩანს, გამონაკლისი არც მათი ნათესავები არიან. ხალხს არ სურს ცხოვრების წესის შეცვლა. ნოე ნამდვილად გამოირჩევა თავისი რწმენით ამ ურწმუნო საზოგადოებისგან. სწორედ ამიტომ წერია მასზე ბიბლიაში, რომ „რწმენით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას“.

აი, დგება დღე და კიდობნის მშენებლობა სრულდება. ახლა ნოემ და მისმა ოჯახმა საკვების მომარაგება უნდა დაიწყონ როგორც თავიანთთვის, ისე იმ ცხოველებისთვის, რომლებიც ღვთის ბრძანებით კიდობანში უნდა შეიყვანონ. ღმერთი ნოეს ეუბნება, რომ შვიდ დღეში წვიმა დაიწყება. ამის შემდეგ გასაოცარი რამ ხდება: ყველანაირი ცხოველი წყვილ-წყვილად შედის კიდობანში.

მთელი ოჯახი დიდი მონდომებით მუშაობს, რომ კიდობანში ყველაფრის შეტანა და მოწესრიგება მოასწრონ. ეს ხალხს ალბათ სიცილად არ ჰყოფნის. თუმცა მალე სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ ექნებათ. მას შემდეგ, რაც კიდობანში ნოე და მისი ოჯახის წევრებიც შედიან, იეჰოვა კიდობნის კარს კეტავს და მალევე თავსხმა წვიმაც იწყება. 40 დღის განმავლობაში წყალი ისე მატულობს, რომ მთის მწვერვალებიც იფარება. აი, ასე უსვამს იეჰოვა ბოროტებას წერტილს.

უკვე ერთი წელია, რაც ნოე და მისი ოჯახი კიდობანში არიან. ამასობაში დედამიწაზე წყალიც იკლებს და ბოლოს კიდობანი მთის წვერზე ჩერდება. რაღაც დროის შემდეგ იეჰოვა ნოეს ეუბნება, რომ გარეთ გამოვიდეს. ისინიც გამოდიან და მადლიერების ნიშნად იეჰოვას მსხვერპლს სწირავენ. ის კი მათ პირობას აძლევს, რომ დედამიწაზე წარღვნას აღარასდროს მოავლენს და ამის ნიშნად ცაზე ცისარტყელა ჩნდება.

დღეს დედამიწაზე ყველა ადამიანი ნოესა და მისი შვილების შთამომავალია. სიცოცხლეს მათ უნდა ვუმადლოდეთ, რადგან ეყოთ გაბედულება და არ დაემსგავსნენ გარშემო მცხოვრებ ბოროტ ადამიანებს!

წაიკითხეთ:

  • დაბადება 6:1–8:22; 9:8–19

  • ებრაელები 11:7

  • 2 პეტრე 2:5

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ნოეს გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რა ხდებოდა დედამიწაზე წარღვნამდე? (w02 3/1 5 ¶3–6 ¶4)

  2. 2) როდის დაავალა ღმერთმა ნოეს კიდობნის აგება? როდის გაიგო მან წარღვნის დაწყების ზუსტი დრო? (w12 4/15 23 ¶5–8)

  3. 3) საიდან ვიცით, რომ წარღვნა ნამდვილად მოხდა? (ijwbq სტატია 156 ¶2–5, ჩარჩო) სურათი 1

    უზარმაზარ თევზზე გამობმულია ნავი, რომელშიც რვა კაცი ზის.

    Historic Collection/Alamy Stock Photo

    სურათი 1: ინდური ლეგენდა მოგვითხრობს კაცზე, რომელმაც ნავი ააგო და ასე გადაურჩა წარღვნას. წარღვნის შემდეგ მან ღმერთს მსხვერპლი შესწირა და კაცობრიობის წინაპარი გახდა.

  4. 4) როგორ განვითარდა მოვლენები წარღვნიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ და როგორ იმოქმედებდა ეს ხანდაზმულ ნოეზე? (it „ნოე“ №1 ¶12) სურათი 2

    ბაბილონის კოშკთან მდგომი ორი კაცი ერთმანეთს ვერაფერს აგებინებს.

    სურათი 2

რას სწავლობთ

  • რით ჰგავს ჩვენი დრო ნოეს დროს? (მათ. 24:36–39)

  • როგორ დაგეხმარებათ ნოეს მაგალითი, რომ იყოთ . . .

    • ორგანიზებული? სურათი 3

      გოგონა საუზმობს და ყოველდღიურ მუხლს კითხულობს. მას წინ ბლოკნოტი უდევს, კედელზე კი კალენდარი ჩანს.

      სურათი 3

    • შრომისმოყვარე? სურათი 4

      იგივე გოგონა სამშენებლო პროექტზე ელექტროხერხზე მუშაობს.

      სურათი 4

    • მომთმენი? სურათი 5

      ის საჯარო სივრცეში თანაქრისტიანთან ერთად სტენდთან მსახურობს.

      სურათი 5

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ნოეს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ნოეს?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ ცდილობს ოჯახისთავი, მიჰბაძოს ნოეს.

„მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონეთ და არა ურწმუნოთ – ნოეს და არა მის თანამედროვეებს“ (2:57)

ასწავლეთ შვილებს ნოეს მაგალითზე.

„ნოეს სწამდა ღმერთის“ (ijwis სტატია 18)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება