საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 3 გვ. 24-გვ. 27
  • ის წარსულს არ მისტიროდა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის წარსულს არ მისტიროდა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • „ლამაზი ქალი ხარ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • ღმერთმა მას „დიდგვაროვანი ქალბატონი“ უწოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
  • სარა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დაპირებული ვაჟი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 3 გვ. 24-გვ. 27

3 ᲡᲐᲠᲐ

ის წარსულს არ მისტიროდა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡ საყვარელ მეუღლესთან ერთად შინარის მიწაზე მდინარე ევფრატის პირას გაშენებულ ქალაქ ურში ცხოვრობდა. ამ ხალხმრავალ ქალაქში კერპთაყვანისმცემლობა ყვაოდა, მაგრამ ის და მისი მეუღლე სრულიად განსხვავდებოდნენ გარშემო მცხოვრები ხალხისგან. ალბათ მიხვდით, რომ ჩვენ სარასა და აბრაამზე ვსაუბრობთ. ისინი ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას, სცემდნენ თაყვანს. თუმცა ერთ დღესაც სარას რწმენა და გამბედაობა გამოიცადა.

აბრაამმა სარას უთხრა, რომ იეჰოვა დაელაპარაკა. თავიდან სარას ეს ამბავი აღაფრთოვანებდა, მაგრამ ის, რაც შემდეგ უთხრა, ალბათ შეაფიქრიანებდა კიდეც. იეჰოვას მითითებისამებრ მათ უნდა დაეტოვებინათ მშობლიური ქალაქი ური და შორეულ მიწაზე წასულიყვნენ კარვებში საცხოვრებლად. ურის დატოვება მათთვის მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. ის ხომ საკმაოდ კეთილმოწყობილი და დაცული ქალაქი იყო. მას გარს დიდი გალავანი ერტყა და მცველებიც იცავდნენ. თანაც ქალაქში წყალგაყვანილობაც ჰქონდათ და არც რაიმეს ყიდვა წარმოადგენდა პრობლემას. ფაქტია, სარას წინ ბევრი სირთულე ელოდა, მაგრამ ამის გამო უკან არ დაუხევია. ის ბოლომდე მიენდო იეჰოვას, ჩაალაგა თავისი ნივთები, გამოემშვიდობა ნათესავებსა და მეგობრებს და აბრაამთან ერთად უცხო მიწისკენ მიმავალ გზას დაადგა.

სარას არასოდეს უცდია აბრაამის დაყოლიება, რომ უზრუნველ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ ურში.

სარამ სხვა მხრივაც გამოავლინა ნდობა და რწმენა. მოციქულმა პავლემ მასზე და აბრაამზე დაწერა: „თუკი იმ ადგილზე იფიქრებდნენ, საიდანაც წამოვიდნენ, უკან დასაბრუნებლად გზასაც გამონახავდნენ“ (ებრ. 11:15). სარა არ მისტიროდა ურში დატოვებულ სახლ-კარსა და უსაფრთხო გარემოს. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, წარსულზე აღარ ეფიქრა.

სარა და აბრაამი ტოვებენ ურს. ისინი აქლემებზე სხედან და თავიანთ სახლეულობასთან ერთად მიემგზავრებიან.

ქანაანში ჩასული სარა მალევე მიხვდებოდა, რომ ეს გარემო სულაც არ ჰგავდა მის მშობლიურ ქალაქ ურს. იქ აღარსად იყო წყალუხვი ევფრატი, რომელსაც შორეული ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრები იყენებდნენ ათასგვარი სამრეწველო საქონლის ჩამოსატანად. Მოგვიანებით, როცა ქანაანში შიმშილობა ჩამოვარდა, აბრაამსა და სარას ისღა დარჩენოდათ, რომ სხვაგან გადასულიყვნენ. სარას ამ სიტუაციით არ უსარგებლია, რომ აბრაამი უკან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა. ნაცვლად ამისა, ქმართან ერთად ეგვიპტისკენ აიღო გეზი.

სარა ძალიან ლამაზი ქალი იყო. ამიტომ აბრაამს ეშინოდა, რომ მის თავს წაართმევდნენ, თავად კი მოკლავდნენ. ამის თავიდან ასარიდებლად ცოლს სთხოვა, ეთქვა, რომ მისი და იყო. მაგრამ ამ ტაქტიკამ ვერ გაამართლა. როცა ფარაონმა სარას სილამაზის შესახებ შეიტყო, თავის სასახლეში მიაყვანინა. იქ ცხოვრება, რაღა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნებოდა, ვიდრე მომთაბარეობა. მაგრამ სარას არც კი უფიქრია აბრაამის მიტოვება და ფარაონთან ერთად ფუფუნებაში ცხოვრება. მან მართლაც დიდი რწმენა და ერთგულება გამოავლინა. იეჰოვამაც მალევე იხსნა ის და ქმართან დააბრუნა.a

იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა, რომ მისგან დიდ ხალხს წარმოშობდა. მაგრამ სარას შვილი არ ჰყავდა, რაც მას ძალიან აწუხებდა. თუმცა ქანაანში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ იეჰოვამ ის ერთგულებისთვის დააჯილდოვა და სასწაული მოახდინა – 90 წლის ასაკში სანუკვარი სურვილი შეუსრულა და ვაჟი აჩუქა. ღვთის მითითებისამებრ მშობლებმა ბავშვს ისაკი დაარქვეს, რაც „სიცილს“ ნიშნავს. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: როცა აბრაამმა და სარამ გაიგეს, რომ შვილი ეყოლებოდათ, გაეცინათ. სარა ფიქრობდა, რომ სხვებსაც გაეცინებოდათ, როცა მის ამბავს შეიტყობდნენ.

ისაკის დაბადების შემდეგ სარამ ოცდაათ წელზე მეტი იცოცხლა. მან გაბედულად დაიცვა თავისი ვაჟი, როცა ისმაელი დასცინოდა და ჩაგრავდა. მოგვიანებით კი საკუთარი თვალით იხილა, როგორ იქცა ის ღვთისმოსაწონ ადამიანად. სიცოცხლის ბოლო წუთამდე მას არ უნანია მიღებული გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე კომფორტულ ცხოვრებაზე უარი თქვა. ნაცვლად ამისა, მას მზერა მომავლისკენ ჰქონდა მიპყრობილი. სარას იმედი ნამდვილად არ გაუცრუვდება! მას და მის ოჯახს დიდ სიხარულს მიანიჭებთ იმის დანახვა, როგორ შეასრულებს იეჰოვა საბოლოოდ თავის განზრახვას.

წაიკითხეთ:

  • დაბადება 12:1–20; 15:18; 16:1, 2; 17:3–8, 15–19; 18:9–15; 20:1–17; 21:1–13

  • საქმეები 7:1–7

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა სარას რწმენა და გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რამდენად გამართლებული იყო ის ფაქტი, რომ სარა თავის ნახევარძმას, აბრაამს, გაჰყვა ცოლად? (wp17.3 12 ¶5, სქ.)

  2. 2) აღწერეთ, როგორი ცხოვრება ჰქონდა სარას ქალაქ ურში (wp17.3 13 ¶3–14 ¶2). სურათი 1

    ფერადი ქვებით გაწყობილი ძვირფასი ლითონის სამკაული

    Photograph taken by courtesy of the British Museum

    სურათი 1: ძველი ურის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამკაული

  3. 3) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ აბრაამი ჭკვიანურად მოიქცა, როცა არ გაამხილა, რომ სარა მისი ცოლი იყო? (wp17.3 14 ¶6–15 ¶2)

  4. 4) Მართალია, სარა აბრაამს ემორჩილებოდა, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მას საკუთარი აზრი არასდროს გამოუთქვამს? ახსენით (g 1/08 29 ¶4, 5). სურათი 2

    სარა აბრაამს ესაუბრება, რომელსაც უკმაყოფილო გამომეტყველება აქვს.

    სურათი 2

რას სწავლობთ

  • შეადარეთ სარა და ლოტის ცოლი.

    • რა მსგავსებას ხედავთ მათ შორის? (დაბ. 12:1; 13:5–7; 19:12, 15)

    • რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან? (დაბ. 19:17, 26; ლუკ. 17:28–32)

    • რა შედეგი მოუტანა მათ თავიანთმა გადაწყვეტილებებმა და რას გვასწავლის ეს ჩვენ?

  • სარა ლამაზი და მდიდარი ქალი იყო. როგორ დაეხმარება ქრისტიანს მისი მაგალითი, სწორი შეხედულება ჰქონდეს საკუთარ თავზე, თუ გარეგნობით გამოირჩევა ან მატერიალურად უზრუნველყოფილია? (იგავ. 31:30; 1 ტიმ. 6:17–19)

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ სარას რწმენასა და გაბედულებაში? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: 1) ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სიხარულით ალაგებს ბარგს და მდიდრული საცხოვრებლიდან გადადის; 2) ისინი სოფელში ფერმერს უქადაგებენ.

    სურათი 3

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ სარას?

გაიგეთ მეტი

როგორ ეხმარება სარას მაგალითი არა მარტო ცოლებს, არამედ ქმრებსაც?

„ისწავლეთ სარასგან“ (6:27)

გაიგეთ, როგორ გამოხატავდნენ სარა და აბრაამი ერთმანეთის მიმართ პატივისცემას.

„ნუ ჩააქრობთ „იაჰის ალს“ (w23.05 24, 25 ¶15–17)

a Მოგვიანებით სარა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში. ამჯერად ის მეფე აბიმელექმა წაიყვანა. სარა გაბედულად მოიქცა და დაემორჩილა აბრაამის მითითებებს. იეჰოვამ ამ შემთხვევაშიც იხსნა ის და ქმართან დააბრუნა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება