საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 10 გვ. 52-გვ. 57
  • მან სწორი არჩევანი გააკეთა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან სწორი არჩევანი გააკეთა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ის ფარაონის წინაშე წარდგა
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • რატომ გაიქცა მოსე?
    ბიბლიური მოთხრობები
  • მოსე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მოსე რა გავლენას ახდენს მისი ცხოვრება თქვენზე?
    გამოიღვიძეთ! — 2004
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 10 გვ. 52-გვ. 57

10 მᲝᲡᲔ

მან სწორი არჩევანი გააკეთა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘᲐ, ის ებრაელი იყო, მაგრამ მას სახელი მოსე, რომელიც „წყლიდან ამოყვანილს“ ნიშნავს, ფარაონის ასულმა დაარქვა. ეს სახელი იმიტომ შეურჩია, რომ ის ნილოსში იპოვა. ფარაონის ასულს ალბათ იმედი ჰქონდა, რომ მოსე ეგვიპტის სამეფო კარზე იმსახურებდა. მან იზრუნა, რომ მას საუკეთესო განათლება მიეღო. ბიბლიაში ნათქვამია: „განისწავლა მოსე ეგვიპტელთა სიბრძნით“.

მოსე სამეფო კარზე პატივდებული კაცი გახდა. მასზე ნათქვამია, რომ ის „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“. ეგვიპტეში მოსეს შეეძლო ყოფილიყო მდიდარი და წარმატებული და არც არავითარ სიამოვნებაზე ეთქვა უარი. მაგრამ მას ესმოდა, რომ თუ ამ გზას აირჩევდა, იეჰოვას ვეღარ ასიამოვნებდა. როგორ მოიქცეოდა მოსე?

40 წლის ასაკში აშკარა გახდა, რა არჩევანიც ჰქონდა მოსეს გაკეთებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და წარმავალ ხორციელ სიამეს ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა არჩია“. მის არჩევანში რწმენა და გაბედულება გამოჩნდა. თუმცა მაშინ შეცდომაც დაუშვა, რის გამოც ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ელოდა.

ერთხელ მოსე ისრაელების სანახავად გავიდა, რადგან გაჭირვებაში მყოფი მოძმეების დახმარება სურდა. მან დაინახა, როგორ სცემდა ერთი ეგვიპტელი, სავარაუდოდ ზედამხედველი, ებრაელ მონას. ჩვენთვის უცნობია, უბრძანა თუ არა მოსემ ეგვიპტელს, რომ შეჩერებულიყო. თუმცა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მან გაიხედ-გამოიხედა, შესაძლოა იმიტომ, რომ ვინმე დახმარებოდა, მაგრამ ახლომახლო ვერავინ დაინახა. ამის შემდეგ მან მოკლა ეგვიპტელი. ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, განზრახ გააკეთა ეს თუ უბრალოდ ცხელ გულზე ვერ მოზომა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, მოსე მიხვდა, რომ თუ ამის შესახებ ვინმე გაიგებდა, ის დიდ საფრთხეში ჩავარდებოდა. ამიტომ მოკლული ეგვიპტელი ქვიშაში ჩამარხა.

მოსე აკვირდება, როგორ სასტიკად სცემს ეგვიპტელი ზედამხედველი ებრაელ მონას.

მეორე დღეს მოსე ორი ებრაელი კაცის ჩხუბს შეესწრო და მათი გაშველება მოინდომა. მაგრამ ერთ-ერთი მიუბრუნდა და უთხრა: „ვინ დაგაყენა ჩვენს მთავრად და მოსამართლედ?! გინდა, რომ მეც იმ ეგვიპტელივით მომკლა?!“. მოსე მიხვდა, რომ რაც ჩაიდინა, სხვებმაც გაიგეს და დაუსჯელს არ დატოვებდნენ. ამიტომ ძალიან შეეშინდა.

მოვლენები ისე არ წარიმართა, როგორც ამას მოსე მოელოდა. ბიბლია ამბობს: „მას ეგონა, მიხვდებოდნენ მისი მოძმენი, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ“. როგორც ჩანს, მოსეს სჯეროდა, რომ ღმერთი მისი ხელით დაიხსნიდა ისრაელს ეგვიპტის მონობიდან. მაგრამ ის იეჰოვას არ დაელოდა და მოვლენებს წინ გაუსწრო. ვერც თავის მოძმეებთან გამონახა საერთო ენა, რადგან ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ სამეფო კარზე აღზრდილ ებრაელს.

სიმდიდრეს და დიდებას აირჩევდა მოსე თუ იეჰოვას ხალხის გვერდით ყოფნას?

მოსე იმ დროს ვერ ხვდებოდა, რომ ჯერ მზად არ იყო, იეჰოვას ხალხი მონობიდან დაეხსნა. მას ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა სასწავლი. Მართალია, გაბედულება არ აკლდა და „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“, მაგრამ თვინიერი ნამდვილად არ ეთქმოდა. ის იმპულსურად მოიქცა და მოკლა ეგვიპტელი.

მალე ამის შესახებ ფარაონმაც შეიტყო და მოკვლა დაუპირა ისე, რომ მისთვის რაიმეს ახსნის საშუალებაც კი არ მიუცია. ამის გამო მოსე ეგვიპტიდან გაიქცა. მას მთელ თავის ქონებასა და დიდებაზე მოუწია უარის თქმა. მოსემ არ იცოდა, რა ელოდა წინ, ამიტომ ეს მისგან საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო. მოსემ შორეულ მიდიანს შეაფარა თავი, სადაც ათეულობით წელი ცხოვრობდა ხიზნად. როგორ წარიმართა მისი ცხოვრება მიდიანში? ეყო მას შინაგანი ძალა, რომ შეცვლილიყო? შეიძინა თვინიერება და თავმდაბლობა? იეჰოვას ხომ მასში სწორედ ამ თვისებების დანახვა სურდა. ამას შემდეგი თავიდან გავიგებთ.

შეშინებული მოსე ეგვიპტიდან გარბის და თან უკან იხედება.

წაიკითხეთ:

  • გამოსვლა 2:11–22

  • საქმეები 7:22–29

  • ებრაელები 11:24–26

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა მოსეს რწმენა და გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რომელი არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს იმას, რომ ისრაელები ნამდვილად მონები იყვნენ ეგვიპტეში? (w20.03 30) სურათი 1

    პაპირუსის გრაგნილის ფრაგმენტები

    Courtesy Brooklyn Museum, gift of Theodora Wilbour

    სურათი 1: მონების სიის ძველი ეგვიპტური ფრაგმენტი, რომელშიც მოხსენიებულია 40-ზე მეტი ებრაული სახელი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეგვიპტელებს დამონებული ჰყავდათ ებრაელები.

  2. 2) რა ისწავლა მოსემ ჯერ მშობლებისგან, მოგვიანებით კი – სამეფო კარზე? (საქ. 7:22; w02 6/15 10 ¶2–5)

  3. 3) როგორ მარხავდნენ ეგვიპტელები მიცვალებულებს? რა რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდათ ეგვიპტელებს იმაზე, რომ მოსემ მოკლული კაცი ქვიშაში ჩამარხა? (it „ეგვიპტე, ეგვიპტელი“ ¶28) სურათი 2

    მუზეუმში წარმოდგენილი ეგვიპტური მუმია

    სურათი 2: ეგვიპტური მუმია

  4. 4) რა საერთო ჰქონდათ ებრაელებსა და მიდიანელებს? (it „მიდიანი“ №2 ¶1, 2)

რას სწავლობთ

  • როგორ გვეხმარება მოსეს მაგალითი ემოციების გაკონტროლებაში?

  • როგორ დაეხმარება მოსეს მაგალითი ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში? სურათი 3

    ფოტოკოლაჟზე ნაჩვენებია ძმა, რომელიც სკოლას ამთავრებს და ფიქრობს, რა არჩევანი გააკეთოს: 1) ის წარმოიდგენს თავს ავიაკონსტრუქტორად პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად სამსახურში; 2) წარმოიდგენს, როგორ ატარებს ბიბლიის შესწავლას ბროშურით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“

    სურათი 3

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ მოსეს რწმენასა და გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ მოსეს ეგვიპტესა და მიდიანში ცხოვრების პერიოდზე?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, რა დაგეხმარებათ, რომ მოსეს მსგავსად უფრო მნიშვნელოვანი აირჩიოთ.

„მიჰბაძეთ ძლიერი რწმენის მქონეთ და არა ურწმუნოთ – მოსეს და არა ფარაონს“ (2:27)

იეჰოვას მსახურების გამო მოსემ უარი თქვა მდიდრულ ცხოვრებაზე. დღესაც შეიძლება მსგავსი არჩევანის გაკეთება გახდეს საჭირო?

„საუკეთესო კარიერა ავირჩიე“ (4:58)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება