საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 13 გვ. 66-გვ. 69
  • ის მიჰყვა უჩვეულო მითითებებს

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ის მიჰყვა უჩვეულო მითითებებს
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ბიბლიის წიგნი 6 — იესო ნავეს ძე
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • იესო ნავეს ძის 1:9 — „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“
    ბიბლიური მუხლების ახსნა
  • რა ახსოვდა იესო ნავეს ძეს?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2002
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იესო ნავეს ძე“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 13 გვ. 66-გვ. 69

13 ᲘᲔᲡᲝ ᲜᲐᲕᲔᲡ ᲫᲔ

ის მიჰყვა უჩვეულო მითითებებს

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲔᲡᲝ ᲜᲐᲕᲔᲡ ᲫᲔ იერიხონს გაჰყურებს – ქალაქს, რომლის დაპყრობაც იეჰოვამ უბრძანა. მას ახსოვს, რა უთხრა იეჰოვამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსეს: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“ (კან. 31:23). მოგვიანებით მსგავსი სიტყვებით იეჰოვამ იესო ნავეს ძეც გაამხნევა (იეს. 1:7). ახლა მას მართლაც სჭირდება დიდი გაბედულება. რატომ?

მართალია, იერიხონი დიდი ქალაქი არაა, მაგრამ საკმაოდ კარგადაა გამაგრებული. მას უზარმაზარი გალავანი იცავს. იერიხონი პირველი ქალაქია, რომლითაც ისრაელები აღთქმული მიწის დაპყრობას დაიწყებენ. ამ ქალაქში ბოროტება ყვავის. ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე იეჰოვამ აბრაამს უთხრა, რომ ქანაანის მკვიდრთა დანაშაული ზღვარს გასცდებოდა, რის გამოც განაჩენს აღასრულებდა მათზე (დაბ. 15:16). ეს ასეც მოხდა. ეს ხალხი კერპთაყვანისმცემლობაშია გახვეული. მათთვის ჩვეულებრივი რამაა ტაძარში მეძაობა, ჰომოსექსუალიზმი, სისხლის აღრევა და ზოოფილია. ისინი თავიანთ ღვთაებებს ბავშვებსაც კი სწირავენ მსხვერპლად. უკიდურესი გარყვნილების გამო ღმერთს უნდა, რომ ამოძირკვოს ქანაანელები იმ მიწიდან (ლევ. 18:3, 6, 21–27). და აი, ეს დღეც დგება!

იეჰოვამ იესო ნავეს ძეს იერიხონის დაპყრობის ისეთი გეგმა დაუსახა, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით გაუმართლებელი ჩანდა.

თავისი განაჩენის აღსრულებას იეჰოვა იესო ნავეს ძისა და მისი ერთგული მეომრების მეშვეობით აპირებს. იეჰოვა მათ საკმაოდ უჩვეულო და უცნაურ მითითებებს აძლევს. ისინი არც თავს უნდა დაესხან ამ ქალაქს და არც ხანგრძლივ ალყაში მოაქციონ. მათ ექვსი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ უნდა შემოუარონ ქალაქს, მეშვიდე დღეს კი – შვიდჯერ, და შემდეგ ყიჟინა დასცენ. მათ მღვდლებიც უნდა ახლდნენ, რომელთაგან ზოგს შეთანხმების კიდობანი ეჭირება ხელში, ზოგი კი საყვირებს ჩაჰბერავს.

საბრძოლველად მომზადებული ქანაანელები იერიხონის გალავანზე დგანან და შეშფოთებულები აკვირდებიან ისრაელებს, რომლებიც ქალაქს წრეს არტყამენ.

იესო ნავეს ძეს ბრძოლის გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვილი აქვს, იეჰოვას მითითებები კი სტრატეგიულად გაუმართლებელი ჩანს. ფაქტია, თუ ისრაელები ამ ბრძოლას წააგებენ, სხვა ქანაანელებს გული მიეცემათ და ადვილად მიიტანენ მათზე იერიშს.

თუმცა იეჰოვას იესო ნავეს ძისთვის არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ იმედს არ გაუმტყუნებს. ჯერ იყო და, ორი მზვერავის მეშვეობით გააგებინა, რომ ამ ქალაქის მკვიდრთ ისრაელების ეშინოდათ, შემდეგ კი მდინარე იორდანის დინება სასწაულებრივად შეაჩერა და ისრაელებს გავლის საშუალება მისცა.

ამ ყველაფერზე ფიქრი იესო ნავეს ძეს იეჰოვას მხარდაჭერაში არწმუნებს. რწმენა მას იმის გაბედულებას მატებს, რომ დაემორჩილოს იეჰოვას. ამიტომ ის ჯარს მიუძღვის, რომ იერიხონს წრე დაარტყან. მათთან ერთად არიან მღვდლებიც, რომლებიც საყვირებს აყვირებენ. მთელი ეს დრო ქალაქი ჩარაზულია. ისრაელების შიშით იქიდან არც არავინ გამოდის და არც არავინ შედის. ისინი ქალაქს ექვსი დღის განმავლობაში ყოველ დღე უვლიან გარს, სწორედ ისე, როგორც იეჰოვას აქვს ნაბრძანები. ბოლოს მეშვიდე დღეც დგება.

ამ დღეს იესო ნავეს ძე და მისი მეომრები იერიხონს შვიდჯერ უვლიან გარს. მეშვიდე ჯერზე იესო ხალხს ეძახის: „დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ იეჰოვამ ეს ქალაქი!“. ხალხმაც დასცა საომარი ყიჟინა და გალავანიც ჩამოიქცა.

იესო ნავეს ძე თავის ჯართან ერთად ქალაქში შედის და, იეჰოვას ბრძანებისამებრ, ცოცხალს არავის ტოვებს. ღვთის დახმარებით ისინი ერთიმეორის მიყოლებით იპყრობენ ქანაანელთა ქალაქებს. ასე წმენდს იეჰოვა ქანაანელთა ბოროტებისგან აღთქმულ მიწას.

მართალია, იერიხონი მიწასთანაა გასწორებული, მაგრამ გალავნის მცირე ნაწილი დანგრეული არაა. ამის მიზეზი ერთი ქალის გამორჩეული რწმენაა. მას მომდევნო თავში გავიცნობთ.

წაიკითხეთ:

  • კანონი 20:16–18

  • იესო ნავეს ძე 2:1, 9–11, 24; 3:14–17; 5:1; 6:1–21, 24

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა იესო ნავეს ძის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) ღვთივშთაგონებით დაწერილი რომელი წერილები იყო იესო ნავეს ძისთვის ხელმისაწვდომი? (w09 12/1 17 ¶4, სქ.) სურათი 1

    საღამოხანს იესო ნავეს ძე კარავთან ზის და გრაგნილს კითხულობს.

    სურათი 1

  2. 2) რა მითითება მისცა იეჰოვამ იესო ნავეს ძეს იერიხონის დაპყრობამდე? რატომ იყო ეს მითითება სტრატეგიულად გაუმართლებელი? (იეს. 5:2–8; w18.10 23 ¶5–7)

  3. 3) რა მტკიცებულება არსებობს, რომ იერიხონი ხანგრძლივი ალყის გარეშე აიღეს? (w15 11/15 13) სურათი 2

    Kennedy, Titus (2023). The Bronze Age Destruction of Jericho, Archaeology, and the Book of Joshua. Accessed via researchgate.net. Licensed under CC BY 4.0

    სურათი 2: ძველი იერიხონის ადგილზე აღმოჩენილი დოქები დამწვარი მარცვლეულით

  4. 4) როგორ შესრულდა იესო ნავეს ძის 6:26-ში იერიხონზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება? (w98 9/15 21 ¶8)

რას სწავლობთ

  • რა არწმუნებდა იესო ნავეს ძეს, რომ იეჰოვა ყოველთვის შეასრულებდა თავის სიტყვას? (იეს. 23:14). ჩვენ რა დაგვეხმარება, ასეთი ნდობა გვქონდეს ღვთის მიმართ?

  • როგორ გვეხმარება იესო ნავეს ძის მაგალითი, მივყვეთ ღვთის ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს? სურათი 3

    ოჯახური თაყვანისცემის დროს ოჯახისთავი ცოლთან და ორ შვილთან ერთად მსჯელობს, როგორ უნდა მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის. ისინი ერთად უყურებენ ვიდეოს „მზად ხართ საგანგებო სიტუაციებისთვის?“. იქვე უწყვიათ წყლის ბოთლები, ფული, ბიბლია, კონსერვები, წებოვანი ლენტი, საევაკუაციო ჩანთა და სხვა ნივთები.

    სურათი 3

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იესო ნავეს ძეს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იესო ნავეს ძეს?

გაიგეთ მეტი

როგორ დაგვეხმარება იესო ნავეს ძის მაგალითი, რომ ვისწავლოთ ასაკოვანი და-ძმებისგან, ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას და მაშინაც დავრჩეთ ერთგულები, როცა თანამორწმუნეები გულს გვტკენენ?

„რა ახსოვდა იესო ნავეს ძეს?“ (w02 12/1 9–12)

გააცანით ბავშვებს იესო ნავეს ძის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები.

„იესო ნავეს ძე“ (ბიბლიური ბარათი)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება