საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 20 გვ. 94-გვ. 97
  • უმწეო მდგომარეობაში მან გაბედულება გამოიჩინა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • უმწეო მდგომარეობაში მან გაბედულება გამოიჩინა
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • სამსონი იეჰოვას ძალით იმარჯვებდა!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • იეჰოვა ძალას აძლევს სამსონს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • უძლიერესი კაცი
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 20 გვ. 94-გვ. 97

20 ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲘ

უმწეო მდგომარეობაში მან გაბედულება გამოიჩინა

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲡᲐᲛᲡᲝᲜᲘ ვერაფერს ხედავს, თუმცა ის კი კარგად ესმის, როგორ იგდებენ მასხრად ფილისტიმელები. როგორ აღმოჩნდა ამ სიტუაციაში? ის წინდაუხედავად მოიქცა და გაამხილა, რა იყო მისი ძალის საიდუმლო. ეს მას ძვირად დაუჯდა – შეიპყრეს, დააბრმავეს, შებორკეს, დააპატიმრეს და მონურად ამუშავებდნენ. ახლა კი ფილისტიმელები მხოლოდ მას კი არა, მის ღმერთსაც აბუჩად იგდებენ. სამსონი კარგად ხვდება, რამ მიიყვანა აქამდე და თავს იდანაშაულებს. ის ყოველთვის იჩენდა გაბედულებას, მაგრამ ასეთ გასაცოდავებულ მდგომარეობაში მყოფი თუ შეძლებს ამ თვისების გამოვლენას?

სამსონი 20 წლის განმავლობაში მსაჯულობდა ისრაელში. ის სხვა მსაჯულებისგან ძალიან განსხვავდებოდა. მაგალითად, ბარაკი, გედეონი და იფთახი ჯარს მიუძღოდნენ ღვთის მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სამსონს თანამებრძოლები არ ჰყოლია. იეჰოვას დავალებით მან უამრავი ფილისტიმელი გამოასალმა სიცოცხლეს. გავიგოთ, საიდან ჰქონდა სამსონს ამხელა ძალა.

იეჰოვამ მის მშობლებს უთხრა, რომ ის მთელი ცხოვრება მისი ნაზირი იქნებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას თმა არასდროს უნდა შეეჭრა და ასეც იქცეოდა. მანამ, სანამ ითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, იეჰოვა ზეადამიანურ ძალას აძლევდა. ერთხელ მან შიშველი ხელებით ლომიც კი გაგლიჯა. სამსონი ღვთის ძალით ფილისტიმელებსაც ამარცხებდა, რომლებიც ღვთის ხალხს შავ დღეში აგდებდნენ.

ერთხელ საკუთარმა ხალხმა შიშის გამო სამსონი მტერს ჩაუგდო ხელში, მაგრამ მან მკლავებზე შემოხვეული თოკები სელის ძაფებივით დაწყვიტა და შემდეგ ვირის ყბით 1 000 ფილისტიმელი გამოასალმა სიცოცხლეს. მოგვიანებით, როცა სამსონს ქალაქ ღაზაში მტრები მოსაკლავად ჩაუსაფრდნენ, შუაღამით მან ქალაქის კარიბჭის კარები ურდულებიანად მოგლიჯა და მხრებზე გაიდო. ასე იარა დაახლოებით 60 კილომეტრი, სანამ ხებრონის მახლობლად მთის წვერზე არ ავიდა.

ფილისტიმელები ხედავდნენ, რომ სამსონის დამარცხება მათ ძალებს აღემატებოდა. აშკარა იყო, რომ იეჰოვას ერთგული მსახურის წინაშე დაგონი და მათი სხვა ღმერთები უძლურნი იყვნენ. ამიტომ მათ ჭკუა იხმარეს და სამსონის დასამარცხებლად გამოიყენეს ქალი, რომელიც მას თავდავიწყებით უყვარდა. ამ ქალს დალილა ერქვა.

თუმცა ის მოღალატე აღმოჩნდა. ფილისტიმელებმა დალილას თანხა შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ გამოეტეხა სამსონი, საიდან ჰქონდა ამხელა ძალა. ისიც მოიხიბლა შემოთავაზებით და სამსონს ყოველდღე გულს უწყალებდა. ბოლოს ისე მოაბეზრა თავი, რომ საიდუმლო ათქმევინა. სამსონმა დალილას გაუმხილა, რომ ძალა იმ შემთხვევაში გამოეცლებოდა, თუ თმას შეაჭრიდნენ. დალილაც მის ჩაძინებას დაელოდა, შემდეგ კი ერთ კაცს მისთვის ნაწნავები მოაჭრევინა. იეჰოვაც გაეცალა სამსონს და მანაც დაკარგა თავისი ზეადამიანური ძალა. დასუსტებული სამსონი ფილისტიმელებმა შეიპყრეს და დააბრმავეს.

ფილისტიმელების სიხარულს საზღვარი არ აქვს. ერთ დროს უძლეველი მტერი ახლა შებორკილი ჰყავთ და საპყრობილეში მძიმე საქმეს ასრულებინებენ – მარცვლეულს აფქვევინებენ. გამარჯვების აღსანიშნავად ისინი გადაწყვეტენ, დაგონს მსხვერპლი შესწირონ და იზეიმონ. ტაძარში ათასობით ფილისტიმელი იყრის თავს. მხოლოდ ბანზე 3 000-მდე კაცია შეკრებილი. მათ სამსონი გასართობად მოჰყავთ და უზარმაზარ სვეტებს შორის აყენებენ. ამ დროისთვის სამსონს თმა უკვე წამოზრდილი აქვს.

სამსონს დაშვებული შეცდომა ძვირად დაუჯდა. თუმცა მან ხელიდან არ გაუშვა ღვთის მტრებზე შურისძიების უკანასკნელი შანსი.

სამსონი ტაძრის სვეტებს ეყრდნობა და იეჰოვას შესთხოვს: „გამიხსენე, ამ ერთხელაც მომეცი ძალა, ღმერთო“. შემდეგ კი ხმამაღლა ამბობს: „დაე მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!“. იეჰოვაც პასუხობს მომნანიებელ მსაჯულს. ის მთელი ძალით აწვება სვეტებს და სანამ ფილისტიმელები მის შეჩერებას შეძლებენ, ტაძარი თავზე ემხობათ. ამგვარად, სიკვდილის დროს სამსონი იმაზე მეტ ფილისტიმელს ხოცავს, ვიდრე სიცოცხლეში.

სამსონი ორ სვეტს შორის დგას და ლოცულობს. ხალხი მას მასხრად იგდებს.

საუკუნეების შემდეგ მოციქულმა პავლემ გამორჩეული რწმენის მქონე ადამიანებს შორის სამსონიც მოიხსენია. შემდეგ კი დაწერა: „უძლურები ძლიერდებოდნენ“. ეჭვგარეშეა, როცა ამ სიტყვებს წერდა, მას მხედველობაში ეს გაბედული მსაჯულიც ჰყავდა (ებრ. 11:32–34).

წაიკითხეთ:

  • მსაჯულები 13:1–16:31

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა სამსონის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რატომ შეეძლო სამსონს მკვდართან შეხების შემდეგაც ნაზირად ემსახურა? (w05 1/15 30 ¶1–31 ¶1)

  2. 2) რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამსონი წმინდა სულის გარეშე ვერ შეძლებდა, კარიბჭის კარები ღაზიდან ხებრონამდე აეტანა? (w04 10/15 15 ¶7, 8) სურათი 1

    სამსონს ქალაქის კარიბჭის კარები მხრებზე აქვს გადებული და მთის ფერდობზე ადის. რუკაზე ჩანს, რა მანძილს გადის ღაზიდან ხებრონამდე და რა სიმაღლეზე უწევს ასვლა.

    სურათი 1

  3. 3) რა მიანიშნებს იმაზე, რომ დალილა შესაძლოა ებრაელი ყოფილიყო? (w05 3/15 28 ¶2)

  4. 4) სავარაუდოდ, რატომ სთხოვა სამსონმა იეჰოვას, ერთი თვალის გამო მაინც ვიძიებო შურს? (მსაჯ. 16:28; it „სამსონი“ ¶10)

რას სწავლობთ

  • სამსონმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დალილას საიდუმლო გაუმხილა. რისი სწავლა შეუძლიათ აქედან უხუცესებს და მათ მეუღლეებს? სურათი 2

    ფოტოკოლაჟი: 1) სამი უხუცესი ერთ დას ხვდება; 2) მოგვიანებით ერთ-ერთი უხუცესი სახლში თავის მეუღლეს ესაუბრება.

    სურათი 2

  • სამსონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა მოგვიანებით იეჰოვამ მისი მეშვეობით გასაოცარი რამ მოიმოქმედა. თუ ქრისტიანი შეცდომას დაუშვებს, როგორ დაეხმარება სამსონის მაგალითი, ფარ-ხმალი არ დაყაროს?

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ სამსონს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ სამსონს?

გაიგეთ მეტი

აუხსენით შვილებს, რატომ იყო სამსონი უძლიერესი ადამიანი.

„სამსონზე წმინდა სული ამოქმედდა“ (ijwis სტატია 14)

კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია სამსონისგან?

„მიჰბაძეთ სამსონს და მიენდეთ იეჰოვას“ (w23.09 2–7)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება