საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 25 გვ. 118-გვ. 121
  • მას ეყო გაბედულება, რომ სწორად მოქცეულიყო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მას ეყო გაბედულება, რომ სწორად მოქცეულიყო
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • დავითი და საული
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • დავითის გამეფება
    ბიბლიური მოთხრობები
  • რატომ გაიქცა დავითი?
    ბიბლიური მოთხრობები
  • ის სრულიად სხვა ადამიანი გახდა
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 25 გვ. 118-გვ. 121

25 ᲓᲐᲕᲘᲗᲘ

მას ეყო გაბედულება, რომ სწორად მოქცეულიყო

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲔᲠᲗ ᲓᲠᲝᲡ საულის საყვარელი საჭურველთმტვირთველი და მთავარსარდალი, ახლა მეფეს გაურბის, რომელსაც მისი მოკვლა აქვს განზრახული. ეს კაცი დავითია. საული შურმა ისე გააბოროტა, რომ არაერთხელ სცადა, სიცოცხლეს გამოესალმებინა ის. მართალია, დავითს წლების წინ იეჰოვამ მეფობა აღუთქვა, მაგრამ დღეს ის ხიზანია და თავის 600 კაცთან ერთად ქალაქ ზიფის სიახლოვეს უდაბნოს აფარებს თავს.

ზიფელებმა ერთხელ უკვე გასცეს დავითი და საულს მისი ადგილსამყოფელი გაუმხილეს. მაშინ დავითს მეფის მოკვლის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მან ხელი არ აღმართა ღვთის ცხებულზე. ზიფელებმა მეორედაც უმუხთლეს დავითს და კვლავ შეატყობინეს მეფეს მისი სამალავი. ახლა საული 3 000 ჯარისკაცთან ერთად მათ სიახლოვესაა დაბანაკებული.

რას გააკეთებს დავითი? მეფის ზუსტი ადგილსამყოფელი რომ გაიგოს, ის თავის კაცებს გზავნის. დავითი იგებს, რომ საული დიდძალ ხალხთან ერთადაა მოსული. თუმცა პანიკაში არ ვარდება. მეტიც, როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდში წერს შემდეგ სიტყვებს: „აი, ღმერთია ჩემი შემწე; იეჰოვა მათთან არის, ვინც მხარში მიდგას“ (ფსალმ. 54:4; ეპიგრაფი). დავითი ღამით საულის ბანაკში მისვლას გადაწყვეტს და თავის კაცებს ეკითხება, რომელი გაჰყვება.

მასთან ერთად წასვლის სურვილს მისი დისშვილი, აბიშაი, გამოთქვამს. ის მამაცი მებრძოლია, თუმცა ზოგჯერ დაუნდობელი. დავითი და აბიშაი ჩუმად იპარებიან საულის ბანაკში, სადაც ყველას სძინავს. როგორც ჩანს, ღრმა ძილი მათ იეჰოვამ მოჰგვარა. საულიც იქვე წევს. მას თავთან შუბი აქვს ჩარჭობილი და არავინ იცავს.

დავითი და აბიშაი ღამით საულის კარავში იპარებიან. ჩაძინებულ საულს თავთან შუბი აქვს ჩარჭობილი.

ერთი დარტყმა და დავითის ტანჯვა-წამება დასრულდება და შეიძლება სამეფო ტახტზეც კი ავიდეს. მაგრამ ის არაფერს აკეთებს. აბიშაის ვერ გაუგია, რატომ ყოყმანობს და ჩურჩულით ეუბნება: „ხელში ჩაგიგდო დღეს ღმერთმა შენი მტერი. გთხოვ, მიმიშვი, რომ შუბის ერთი დარტყმით დავაკლა მიწას ისე, რომ მეორედ დარტყმა აღარ დამჭირდეს!“.

დავითს კარგად ახსოვს, რა მოხდა ენ-გედის უდაბნოში, როცა საული იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც თვითონ იმალებოდა. მას მაშინაც შეეძლო მტრად გადაკიდებული საული მარტივად გამოესალმებინა სიცოცხლეს, თუმცა მხოლოდ კიდე მოაჭრა მის მოსასხამს. დავითს ამის გამოც კი სინდისი ქენჯნიდა, რადგან მიხვდა, რომ ეს იეჰოვას ცხებულის მიმართ უპატივცემულო საქციელი იყო.

ახლა აბიშაის შეჩერება დავითისთვის შესაძლოა სულაც არ არის ადვილი. საულისგან გაქცევამ ალბათ ეს კაციც დაღალა და სხვების მსგავსად მასაც ერთი სული აქვს, წერტილი დაესვას ამ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, დავითი მას შურისძიების უფლებას არ აძლევს და სისხლისღვრისგან აკავებს. შემდეგ ეუბნება: „ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, თავად იეჰოვა დაღუპავს მას, თუ არადა, მისი სიკვდილის დღეც მოაწევს, ან საომრად წავა და იქ დაიღუპება“. ბოლოს კი დასძენს: „იეჰოვამ დამიფაროს, რომ რამე დავუშავო იეჰოვას ცხებულს!“.

დავითმა არ წაუყრუა სინდისის ხმას, როცა აბიშაი ზეწოლას ახდენდა მასზე.

დავითს ეჭვი არ ეპარება, რომ თავის დროზე იეჰოვა აუცილებლად მოსთხოვს საულს პასუხს მისი ბოროტების გამო. თავის ფსალმუნში მან იეჰოვაზე ასეთი სიტყვებიც დაწერა: „ჩემს მტრებს მათსავე ბოროტებას დაატეხს თავს“ (ფსალმ. 54:5). ამის შემდეგ დავითი და აბიშაი საულის ბანაკს ტოვებენ და იქვე მთის წვერზე ადიან. იქიდან დავითი საულის ჯარისკაცებს ეძახის და ბრალს სდებს იმაში, რომ ვერ დაიცვეს თავიანთი მეფე. შემდეგ კი საულს მიმართავს და ეუბნება, რომ ტყუილად კარგავს დროს მის დევნაში, რადგან ის მისი მტერი არაა. იმის დასანახვებლად, რომ მისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ასეთ რამესაც კი ეუბნება: „რწყილს დასდევნებია ისრაელის მეფე“. დავითის სიტყვებით შერცხვენილი საული აღიარებს თავის შეცდომას და ამბობს: „უგუნურად მოვიქეცი და ძალიან შევცდი!“.

შეიცვალა საულმა ამის შემდეგ დავითის მიმართ განწყობა? სამწუხაროდ, არა. ალბათ ამის იმედი დავითს არც ჰქონდა. თუმცა მას არასდროს უნანია, რომ გაბედულება და შინაგანი სიმტკიცე გამოავლინა – სინდისის ხმას მოუსმინა და სწორად მოიქცა. იეჰოვამაც წარმოუდგენლად აკურთხა თავისი მამაცი და ერთგული მსახური.

წაიკითხეთ:

  • 1 სამუელი 16:21; 18:5–14; 23:19; 24:3–7; 26:1–25

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა დავითის გაბედულება მისი ცხოვრების ამ ეტაპზე?

გამოიკვლიეთ

  1. 1) უარყოფითი მხარეების მიუხედავად რა ღირსებებით გამოირჩეოდა აბიშაი? (it „აბიშაი“ ¶3–5)

  2. 2) რატომ შეადარა დავითმა თავი კაკაბს? (1 სამ. 26:20; it „კაკაბი“ ¶4) სურათი 1

    მთებში ქვაზე შემომჯდარი კაკაბი

    Ekaterina Kolomeets/stock.adobe.com

    სურათი 1

  3. 3) რატომ სჭირდებოდა დავითს მოთმინება? (w17.08 6 ¶14, 15)

  4. 4) საიდან ჩანს, რომ დავითს წლების შემდეგაც არ დაუკარგავს მოკრძალება? (w21.09 10 ¶8) სურათი 2

    დავით მეფე სოლომონს აჩვენებს, რამდენი რამ მოიმარაგა ტაძრის ასაშენებლად.

    სურათი 2

რას სწავლობთ

  • საულმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა დავითი მაინც პატივს სცემდა მას, როგორც მეფეს. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს, როცა საკითხი მიდგება . . .

    • მშობლებთან ურთიერთობაზე? სურათი 3

      თინეიჯერი გოგონა მეგობართან ერთად ფრენბურთის სათამაშოდ მიდის. დედა ხელით ანიშნებს, რომ ძალიან ბევრი ჭურჭელია დასარეცხი.

      სურათი 3

    • ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულებაზე? სურათი 4

      ცოლ-ქმარი თავიანთ გოგონასთან ერთად თავსხმა წვიმის დროს ქუჩაში მიდის. ისინი ითვალისწინებენ პოლიციელის მითითებას, რომელიც მათ უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს.

      სურათი 4

    • უხუცესების მიმართ დამოკიდებულებაზე? სურათი 5

      უფროსი ასაკის უხუცესი ყურადღებით უსმენს ახალგაზრდა უხუცესს, რომელიც სტენდთან დაკავშირებით რაღაცას უხსნის.

      სურათი 5

  • დავითმა გაბედულება და შინაგანი სიმტკიცე გამოავლინა – მან მოუსმინა სინდისის ხმას და ის გააკეთა, რაც სწორი იყო. ჩვენ რა სიტუაციებში შეიძლება დაგვჭირდეს გაბედულებისა და შინაგანი სიმტკიცის გამოჩენა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ?

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ დავითს მისი ცხოვრების ამ ეტაპის შესახებ?

გაიგეთ მეტი

ნახეთ ვიდეო, რომელშიც ეს ბიბლიური მონაკვეთია გაცოცხლებული.

„რა ახასიათებს სიყვარულს? – „ყველაფერს იტანს“ (1:29)

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს საულისგან, რომელიც თავიდან თავმდაბალი და მოკრძალებული იყო, თუმცა შემდეგ გაამაყდა?

„მეფე საული“ (ბიბლიური ბარათი)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება