საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 29 გვ. 134-გვ. 137
  • „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • მან ღმერთთან პოვა ნუგეში
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • მან ღმერთთან პოვა ნუგეში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • ელია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ის ფხიზლობდა და ელოდა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 29 გვ. 134-გვ. 137

29 ᲔᲚᲘᲐ

„ჩემი ღმერთი იეჰოვაა“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲛᲐᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, რაც ისრაელის ათტომიანი სამეფო ჩამოყალიბდა, მას ერთი კარგი მეფეც არ ჰყოლია. ახლა აქ ახაბი მეფობს, რომელმაც თავისი ავკაცობით წინამორბედ ექვსივე მეფეს გადააჭარბა. მან ცოლად წარმართი მეფის შვილი, იზებელი, მოიყვანა, რომელიც ბაალის თაყვანისმცემელი იყო. მართალია, ახაბი ქორწინებამდეც კერპებს სცემდა თაყვანს, მაგრამ მისი ცოლი კიდევ უფრო ზნედაცემული აღმოჩნდა. იზებელის ზეგავლენით მთელ ისრაელში მოიკიდა ფეხი ბაალის თაყვანისმცემლობამ, რომელსაც, როგორც ჩანს, ბავშვებსაც კი სწირავდნენ.

იეჰოვამ გადაწყვიტა, ამხილოს ეს ბოროტი მეფე. მისთვის განაჩენის გასაცხადებლად ის მასთან ერთ წინასწარმეტყველს გზავნის. ეს წინასწარმეტყველი ელიაა. ამ კაცის შესახებ ბიბლიაში მანამდე არაფერია ნათქვამი, ამიტომ არ ვიცით, სად და რა ვითარებაში გაიზარდა. თუმცა ის, რასაც მის შესახებ ამის შემდეგ ვიგებთ, გვანახვებს, როგორი გაბედული ადამიანი იყო. მეფეს იეჰოვას განაჩენი რომ გაუცხადოს, ელია გალაადიდან სამარიისკენ მიმავალ გრძელ მთაგორიან და ქვაღორღიან გზას ადგება. ელია ერთი უბრალო კაცია, რომელსაც ბეწვის სამოსი მოსავს და წელზე ტყავის სარტყელი აქვს შემორტყმული. ახაბი კი უზარმაზარ მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს. მას „სპილოს ძვლის სასახლე“ ეწოდება, რადგან, როგორც ჩანს, იქ უამრავი სპილოს ძვლის ნაკეთობაა (1 მეფ. 22:39). ამ უბრალო კაცისთვის ნამდვილად არ იქნება მარტივი, რომ ასეთი მეფის წინაშე წარდგეს და უთხრას, რომ მისი ღმერთი ბაალი უსუსურია. თანაც მეფის გვერდით შეიძლება დედოფალიც იყოს. ვინ იცის, რა რეაქცია ექნებათ მათ ელიას სიტყვებზე. მიუხედავად ამისა, ელია გაბედულად აცხადებს, რომ იეჰოვა რამდენიმე წლით გვალვას მოუვლენს ამ მიწას და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ისევ მისი პირით არ გააცხადებს მის დასრულებას. ფაქტობრივად, ეს გაბედული წინასწარმეტყველი მათ ეუბნება, რომ ღმერთი, რომელიც წვიმის მომყვანად მიიჩნევა, უძლური აღმოჩნდება.

ელია მეფე ახაბს ესაუბრება მის მდიდრულ სასახლეში. ახაბი სამეფო ტახტზე ზის და ელიას უსმენს, იზებელი კი ფეხზე დგას და საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს. სხვები ეჭვის თვალით უყურებენ ელიას.

როგორ მოიკრიბა ელიამ ამის თქმის გამბედაობა? ნაწილობრივ ეს ახაბისთვის ნათქვამი მისი სიტყვებიდანაც ჩანს: „ვფიცავ ისრაელის ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელსაც ვემსახურები [სიტყვასიტყვით – „რომლის წინაშეც ვდგავარ“]“. მართალია, ელია იმ მომენტში ფიზიკურად ძლევამოსილი მეფის წინაშე იდგა, მაგრამ თვალწინ გაცილებით დიდებული პიროვნება, იეჰოვა, ედგა და მის მსახურად მიიჩნევდა თავს. ახაბიც და იზებელიც იეჰოვასთან შედარებით არაფერს წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამაზე ფიქრმა შემატა ელიას გაბედულება.

ელია გაბედულად წარდგა ბოროტი მეფისა და დედოფლის წინაშე, არ შეუშინდა კერპთაყვანისმცემლობაში გახვეულ ხალხს და შეძლო საკუთარ შიშებზე მაღლა დამდგარიყო.

ელიას ამის შემდეგაც არაერთხელ დასჭირდა გაბედულების გამოჩენა. მაგალითად, ის დაემორჩილა იეჰოვას და შიმშილობისა და გვალვის პერიოდში ერთ ხევს შეაფარა თავი, სადაც წყალს წყაროდან სვამდა, საჭმელი კი ყორნებს მიჰქონდათ. ელიას მაშინაც დასჭირდებოდა გაბედულება, როცა იეჰოვამ ერთი გაჭირვებული ქვრივის დასახმარებლად გაგზავნა. ეს ქვრივი ხომ სიდონში ცხოვრობდა, სადაც იზებელის ბოროტი მამა მეფობდა. ელია რომ გაბედული იყო, ქარმელის მთაზეც გამოჩნდა. იქ ის ბაალის 450 წინასწარმეტყველს დაუპირისპირდა, რათა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი. ელია ნამდვილად ამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას: „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“.

თუმცა ზემოთქმული იმას არ ნიშნავს, რომ ამ წინასწარმეტყველისთვის უცხო იყო შიში. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისიც ჩვენნაირი გრძნობების მქონე ადამიანი იყო (იაკ. 5:17, სქ.). გვახსოვს, რა რეაქცია ჰქონდა მას, როცა ქარმელის მთაზე მომხდარი სასწაულის შემდეგ ახაბმა გული გაიქვავა, იზებელმა კი მისი მოკვლა ბრძანა. ამ ფაქტმა ის ისე შეაშინა და ისე დასცა სულით, რომ გაიქცა და იეჰოვას შეევედრა: „აღარ შემიძლია! ნუღარ მაცოცხლებ, იეჰოვა; რით ვარ ჩემს მამა-პაპაზე მეტი?!“. წარმოიდგინეთ, ეს კაცი სიკვდილს ნატრობდა და თავი უვარგისად მიაჩნდა. თუმცა იეჰოვამ მოუსმინა და გაუგო მას. ელიას სხვა დროსაც ეუფლებოდა მარტოობის გრძნობა და ფიქრობდა, რომ მის წინასწარმეტყველებას აზრი არ ჰქონდა. თუმცა იეჰოვა არწმუნებდა თავის წინასწარმეტყველს, რომ მარტო არ იყო და იმას, რასაც აკეთებდა, დიდი ფასი ჰქონდა. იეჰოვამ იმაზეც იზრუნა, რომ ელიას დამხმარე ჰყოლოდა, რომელსაც ის თავისი საქმის გასაგრძელებლად მოამზადებდა. ეს კაცი ელისე იყო.

მას შემდეგ ელია და ელისე ისრაელის ისტორიის ამ მეტად შავბნელ პერიოდში ერთად ემსახურებოდნენ იეჰოვას და აცხადებდნენ მის სიტყვას. ახალგაზრდა ელისე ბევრს სწავლობდა ასაკით მასზე უფროსი ელიასგან და საჭირო დახმარებასაც უწევდა. იეჰოვამ იზრუნა, რომ ელიას კვლავ მოეკრიბა გაბედულება და ის სიკვდილამდე ამ განწყობით წინასწარმეტყველებდა იეჰოვას სიტყვას.

წაიკითხეთ:

  • 1 მეფეები 16:29–33; 17:1–10ა; 18:1–19:21

  • 2 მეფეები 3:11

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ელიას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რატომ შეარჩია იეჰოვამ ყორანი ელიას გამოსაკვებად? (it „ყორანი“ ¶5) სურათი 1

    ყორანი

    Lior Kislev

    სურათი 1

  2. 2) რა სასწაულები მოახდინა ელიამ? (it „ელია“ №1 ¶11)

  3. 3) ქარმელის მთაზე ელიამ ბრძანა, რომ წყლით აევსოთ თხრილები. საიდან მოიტანეს ამ რაოდენობის წყალი საშინელი გვალვის დროს? (ba 17 ¶3) სურათი 2

    Todd Bolen/BiblePlaces.com

    სურათი 2: ქარმელის მთისა და ხმელთაშუა ზღვის ხედი

  4. 4) რა ეცვა ელიას და რაზე მიანიშნებდა ეს? რატომ მოასხა ელიამ ელისეს თავისი მოსასხამი? (w14 2/1 12 ¶3)

რას სწავლობთ

  • რა გააკეთა იეჰოვამ ელიასთვის? როგორ შეგვიძლია ჩვენც მივბაძოთ იეჰოვას და გულდამძიმებულ და-ძმებს გავუადვილოთ ჩვენთან საუბარი? (1 მეფ. 19:1–18) სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: უფროსი ასაკის ძმა ამხნევებს ახალგაზრდა ძმას, რომელიც გულგატეხილია. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. ფოტოკოლაჟი: 1) უფროსი ასაკის ძმა ურეკავს ახალგაზრდა ძმას, რომელიც გულგატეხილია; 2) ახალგაზრდა ძმა, რომელიც ჯერ კიდევ არ ამდგარა ლოგინიდან, ზარს პასუხობს. მოგვიანებით ისინი კაფეში საუზმობენ. უფროსი ასაკის ძმა მას მთელი გულით უსმენს.

    სურათი 3

  • ელიას სიამოვნებას ანიჭებდა ელისეს წინასწარმეტყველად მომზადება. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას, როცა სხვებს ვასწავლით და საკუთარ საქმეს ვანდობთ?

  • კიდევ რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ელიას გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ელიას?

გაიგეთ მეტი

ნახეთ, როგორ განამტკიცა იეჰოვამ ელია დავალების შესასრულებლად.

„მათ მოთმინების მაგალითი დაგვიტოვეს – წინასწარმეტყველი ელია“ (1:19)

გაიგეთ, რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ქარმელის მთაზე განვითარებული მოვლენებიდან.

„დაიცავით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა!“ (ბიბლიის შესასწავლი სავარჯიშოები)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება