40 ᲜᲔᲔᲛᲘᲐ
მან აღადგინა იერუსალიმის გალავანი
ᲘᲡ ᲐᲮᲚᲐ სპარსეთში, ქალაქ შუშანში იმყოფება, თუმცა მისი გული იერუსალიმშია, იქ, სადაც იეჰოვას ტაძარი დგას. ეს კაცი იეჰოვას ერთგული მსახური ნეემიაა. ის მეფე არტაქსერქსეს კარზე მსახურობს და მისი ნდობით აღჭურვილი პირია. რატომაა ნეემია ახლა გონებით იერუსალიმში?
ცოტა ხნის წინ მას თავისი ძმა ესტუმრა და უამბო, როგორი სავალალო მდგომარეობაა იერუსალიმში. ქალაქის გალავანი დანგრეულია, ხალხი კი – შევიწროებული და დამცირებული. იერუსალიმში ცოტას თუ უნდა ცხოვრება. მართალია, ბაბილონში გადასახლებული ღვთის ხალხი ათწლეულების წინ დაბრუნდა უკან, მაგრამ იეჰოვას თაყვანისცემას იქ ჯერ კიდევ არ უკავია სათანადო ადგილი.
ამ ამბის გაგება ნეემიას ისე ამწუხრებს, რომ რამდენიმე დღე გლოვობს და ტირის. ის იეჰოვას ევედრება, მოხედოს თავის ხალხს. მისი მდგომარეობა არც მეფისთვის რჩება შეუმჩნეველი და ეკითხება, რატომ არის დაღვრემილი. მართალია, ნეემიას აშინებს მისი კითხვა, მაგრამ მაინც იკრებს გაბედულებას და მიზეზს უხსნის. ამის შემდეგ მეფე პირდაპირ ეუბნება: „თქვი, რა გსურს“. ნეემია მაშინვე ლოცვით მიმართავს იეჰოვას, შემდეგ კი არტაქსერქსეს ნებართვას სთხოვს, რომ რაღაც დროით იერუსალიმში დაბრუნების უფლება მისცეს, რათა ქალაქის გალავანი აღადგინოს. მეფეც უარს არ ეუბნება და წასვლის ნებას რთავს.
ნეემია გრძელ, თანაც საკმაოდ სახიფათო გზას ადგება. იერუსალიმში ჩასული ის ღამით სხვებისგან მალულად ამოწმებს ქალაქის დანგრეულ გალავანს. ამის შემდეგ ნეემია ხალხს კრებს და მოუწოდებს, რომ შენებას შეუდგნენ. ის თავად აძლევს მათ ამის მაგალითს და სხვებიც უერთდებიან, მათ შორის მდიდრები, მმართველები და ოქრომჭედლები. ერთ-ერთი მთავარი თავის ქალიშვილებთან ერთადაც კი იღებს მონაწილეობას მშენებლობაში.
მაგრამ ყველას როდი უნდა, რომ იერუსალიმი ძლიერი და გამაგრებული ქალაქი იყოს. ისინი თავიდან დასცინიან მათ და აბუჩად იგდებენ. ეუბნებიან, რომ მელაც კი დაანგრევს მათ აშენებულ გალავანს. თუმცა ნეემია ყურს არ უგდებს მათ და სხვებსაც ამხნევებს.
დაცინვისა თუ დაშინების მიუხედავად ნეემიამ ბოლომდე მიიყვანა გალავნის მშენებლობა.
როდესაც ღვთის ხალხის მტრები ხედავენ, რომ იუდეველებმა უკვე სანახევროდ ამოაშენეს გალავანი, გადაწყვეტენ იერუსალიმზე გაილაშქრონ. ნეემია ყველა საჭირო ზომას იღებს ქალაქის დასაცავად. ამის დანახვაზე მათი მტრები ხელს იღებენ თავიანთ ჩანაფიქრზე. შემდეგ ნეემიამ ხალხი ორ ნაწილად გაყო – ერთი ნახევარი მტრისგან თავის დასაცავად საბრძოლო იარაღით იყო აღჭურვილი, მეორე ნახევარი კი გალავნის კედლების აღდგენას აგრძელებდა. თუმცა არც მათი მტრები ყრიან ფარ-ხმალს.
ახლა ისინი სხვა ხერხს მიმართავენ – ნეემიას ეუბნებიან, რომ მას მოკვლას უპირებენ და თუ გადარჩენა სურს, ტაძარს უნდა შეაფაროს თავი. ნეემიამ კარგად იცის, რომ ეს ღვთის კანონის დარღვევაა, ამიტომ ამბობს: „განა შეშვენის ჩემნაირ კაცს გაქცევა?!“. ის კვლავაც აგრძელებს მშენებლობას, რადგან იცის, რომ ეს იეჰოვას ნებაა და ის უმართავს ხელს. მართლაც, იეჰოვას მხარდაჭერით ისინი 52 დღეში ასრულებენ აღდგენით სამუშაოებს, მათი მტრები კი გაწბილებულები რჩებიან.
ნეემიას სხვა მხრივაც სჭირდებოდა გაბედულების გამოვლენა. ის უნდა დახმარებოდა ხალხს, დაეცვათ ღვთის კანონი. თავის დროზე, როცა გაიგო, რომ ზოგიერთი მდიდარი იუდეველი ძალიან მაღალი სარგებლით გასცემდა ღარიბებზე სესხს, მან გაბედულად შეაგონა ისინი. მოგვიანებით ისიც შეიტყო, რომ ზოგმა იუდეველმა უცხოტომელი ცოლი მოიყვანა. ნეემიამ არც ამჯერად დაიხია უკან და ისინი ღვთის კანონის დარღვევის გამო გაკიცხა.
ერთხელ თავიანთი შეცდომებით გულგატეხილი ხალხი რომ ენუგეშებინა, ნეემიამ მათ მნიშვნელოვანი სიტყვები უთხრა: „იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა!“. ნეემიამ მათ დაანახვა, რომ ბედნიერი ღმერთის, იეჰოვას, მსახურება ნამდვილ სიხარულს მოჰგვრიდათ. ეს სიხარული კი, თავის მხრივ, ძალებს შემატებდათ. იეჰოვასგან მომდინარე სიხარული სირთულეების დროს ძალისა და მხნეობის წყარო ჩვენთვისაც გახდება.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა ნეემიას გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რა საქმეს ასრულებდა ნეემია სამეფო კარზე? (w10 7/1 9 ¶5–7) სურათი 1
© The Bridgeman Art Library International
სურათი 1: სპარსული რელიეფი, რომელზეც გამოსახულია მეფე არტაქსერქსეს პაპა, დარიოს დიდი, თავის მერიქიფესთან ერთად
2) რით განსხვავდებოდნენ ერთ-ერთი მთავრის ასულები თეკოელი კაცებისგან? (ნეემ. 3:5, 12; w19.10 23 ¶11)
3) როგორ იყო შესაძლებელი ცალი ხელით საქმის გაკეთება? (ნეემ. 4:17, 18; w06 2/1 9 ¶1) სურათი 2
სურათი 2
4) რატომ აღელვებდა ნეემიას ის, რომ ზოგი იუდეველი ბავშვი ებრაულ ენაზე ვერ ლაპარაკობდა? (ნეემ. 13:23–27; w16.10 14 ¶4)
რას სწავლობთ
როგორ შეუძლიათ უხუცესებს, ნეემიას მსგავსად . . .
მიენდონ იეჰოვას? (ნეემ. 1:4–11; 4:14; 13:1–3)
ითანამშრომლონ და-ძმებთან? (ნეემ. 4:15, 21–23)
მოუსმინონ სხვებს? (ნეემ. 5:1–7) სურათი 3
სურათი 3
იეჰოვას საქმის გამო ნეემიამ კომფორტული გარემო დატოვა, რაც იეჰოვამ დიდად დაუფასა. ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან?
რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ნეემიას გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ნეემიას?
გაიგეთ მეტი
როგორ ჩანს ნეემიას შემთხვევიდან, რამხელა ძალა აქვს ლოცვას?
„ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას“ (ბიბლიის შესასწავლი სავარჯიშოები)
ფილმის ამ მონაკვეთიდან დაინახავთ, რომ არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად ნეემია არ შეუშინდა მტრებს.
„ნეემია: „იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა“ – ნაწილი I“ (ნაწყვეტი) (5:22)