ბიბლია — ღვთიური სახელმძღვანელო ყველასთვის
1 ბიბლია დაბეჭდილია დაახლოებით ოთხ მილიარდ ეგზემპლარად 2 100-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, რაც ღვთის სიტყვის გაცნობის შესაძლებლობას აძლევს დედამიწის მოსახლეობის 90%-ზე მეტს. მაგრამ მსოფლიოში მაინც არსებობს შიმშილი ‘უფლის სიტყვების მოსმენისა’ (ამოს. 8:11). ბევრ ადამიანს აქვს ბიბლია, მაგრამ ისინი ან არ კითხულობენ მას, ან ვერ სწვდებიან მის შინაარსს. როგორ უნდა აღვძრათ ისინი, რომ ბიბლია თავიანთი ცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ აქციონ?
2 დეკემბერში შევთავაზებთ წიგნს „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. იგი ბიბლიურ მოვლენებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობითა და მარტივი ენით წარმოგვიდგენს და აღძრავს ადამიანებს, რომ შეისწავლონ ბიბლია წიგნით „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვავლენთ იეჰოვასგან მიღებული საჩუქრის მიმართ იმით, რომ ენთუზიაზმით დავეხმარებით სხვებს, მიიჩნიონ ბიბლია ღვთიურ სახელმძღვანელოდ ყველასთვის.
3 შეთავაზებისას შეგიძლია გამოიყენო ტრაქტატი „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“. შენ შეგიძლია თქვა:
◼ „თუმცა ბიბლია მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტისთვის არის ხელმისაწვდომი, ცოტანი კითხულობენ მას რეგულარულად. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?“ ტრაქტატიდან წაიკითხე პირველი ორი აბზაცი და მე-2 ტიმოთეს 3:16. შესთავაზე „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. თუ აიღებს წიგნს, აღნიშნე შესაწირავთან დაკავშირებული ღონისძიება. თუ წიგნზე უარს იტყვის, სთხოვე მობინადრეს, ბოლომდე წაიკითხოს ტრაქტატი. გააშუქე ბოლო ქვესათაური — „მომავლის წინასწარმეტყველება“.
4 როდესაც განმეორებით მიდიხარ ადამიანებთან, რომლებსაც დაუტოვე ტრაქტატი „რატომ შეგიძლია ენდო ბიბლიას“, შეგიძლია შემდეგნაირად სცადო საუბრის დაწყება:
◼ შეახსენე შენი ვინაობა და შემდეგ წაიკითხე ბოლო ორი აბზაცი ტრაქტატიდან. შეეკითხე მობინადრეს, უფიქრია თუ არა ოდესმე დედამიწაზე მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაზე. როდესაც გიპასუხებს, უთხარი: „იეჰოვას მოწმეები დარწმუნებულნი არიან, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ყველა წინასწარმეტყველება შესრულდება, იმათი ჩათვლით, რომლებიც ღვთის მოთხოვნების თანახმად მცხოვრები ადამიანების შესანიშნავ მომავალს ეხება“. აჩვენე „რას მოითხოვს“ ბროშურის მე-13 გვერდზე მოცემული ილუსტრაცია, გადაშალე მე-5 გაკვეთილზე, შესთავაზე მოცემულ კითხვებზე პასუხების განხილვა და ამგვარად დაიწყე შესწავლა.
5 ისეთ უბნებში, სადაც მორწმუნე ადამიანები ცხოვრობენ, საუბრის დაწყება შეგიძლია სცადო მომდევნო სიტყვებით:
◼ «გამარჯობათ. დღეს ჩვენ მივდივართ ადამიანებთან, რათა გავაგებინოთ მათ, თუ რატომ დაიწერა ბიბლია. გიფიქრიათ ოდესმე ამის შესახებ? [ადროვე, გიპასუხოს]. ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი გაფრთხილებაა, მაგრამ ამის შესახებ ზოგმა არაფერი იცის. ეს აზრი გამოთქმულია 1 კორინთელთა 10:11-ში [წაიკითხე]. ღმერთი იმიტომ კი არ გვაფრთხილებს, რომ შეგვაშინოს, არამედ, რომ აღგვძრას ხსნის საძიებლად. ეს ბიბლიის დაწერის მეორე მიზეზია. მე-2 ტიმოთეს 3:15 გვეხმარება გავიგოთ, თუ რამდენად ესაჭიროებათ ახალგაზრდებსა და მოხუცებს საღვთო წერილი, რათა გადარჩნენ [წაიკითხე]. ნება მომეცით, გაჩვენოთ ბიბლიის ერთ-ერთი მწერლის, ესაიას, მიერ ნაწინასწარმეტყველები ხსნის მაგალითი, რომელიც „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობების“ ერთ-ერთ მოთხრობაშია ჩაწერილი». გადაშალე 71-ე მოთხრობაზე და წაიკითხე პირველი და ბოლო აბზაცები.
6 იქ, სადაც დატოვე „ჩემი წიგნი“, განმეორებითი მონახულების დროს შეგიძლია თქვა:
◼ „წინა შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ გვაფრთხილებს ბიბლია და რას გვეუბნება დღევანდელი რთული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, იქნება ოდესმე დედამიწა ბედნიერი და მშვიდობიანი საცხოვრებელი ადგილი?“ გადაშალე 115-ე მოთხრობაზე და გააშუქე გამოცხადების 21:3, 4. შეგიძლია დასვა კითხვა: „გიძნელდებათ ბავშვებისთვის ბიბლიის ახსნა?“ თუ ასეა, შესთავაზე შესწავლა „შემეცნებით“ ან ბროშურით „რას მოითხოვს“.
7 ხანდაზმულები შესაძლოა შემდეგმა შეთავაზებამ დააინტერესოს:
◼ «იყო დრო, როცა ოჯახების უმრავლესობა კითხულობდა ბიბლიას და ცხოვრობდა მისი პრინციპებით. თქვენს ოჯახშიც ასე იყო? [ადროვე, გიპასუხოს]. დღეს ისე ჩანს, თითქოს მრავალი იმდენად დაკავებულია სხვა საქმეებით, რომ ბიბლიის კითხვის დრო არა აქვს ან ფიქრობს, რომ მისი ზნეობრივი პრინციპები მოძველებულია. პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ ქრონოლოგიური თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ბიბლიაზე დაფუძნებულ მოთხრობებს. იგი ბევრ სურათს მოიცავს და დაწერილია თვითმასწავლებლური სტილით. თუ გსურთ მისი წაკითხვა, სიამოვნებით დაგიტოვებთ».
8 განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია უთხრა:
◼ „წინა შეხვედრაზე დამეთანხმეთ, რომ დღევანდელი საზოგადოება უგულებელყოფს ბიბლიის ზნეობრივ პრინციპებს. ასეთმა უპატივცემულობამ უნდა მოახდინოს ჩვენზე გავლენა? [ადროვე, გიპასუხოს]. იესო ქრისტე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბიბლიური შემეცნების მიღებას“. წაიკითხე იოანეს 17:3. შემდეგ ყურადღება გაამახვილე 1 თავის მე-5 აბზაცზე წიგნიდან „შემეცნება“. აუხსენი, თუ როგორ ტარდება ბიბლიის უსასყიდლოდ შესწავლა და თუ სურს, აჩვენე.
9 ილოცე, რომ იეჰოვამ აკურთხოს შენი ძალისხმევა, რათა შეძლო მსმენელის ყურადღების გამახვილება ბიბლიაზე — ღვთიურ სახელმძღვანელოზე ყველასთვის.