საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მეროდაქი“
  • მეროდაქი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეროდაქი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • სუქოთ-ბენოთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბაბილონი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ღმერთები და ქალღმერთები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მეროდაქი“

მეროდაქი

ბაბილონელთა უზენაესი ღვთაება მარდუქის ებრაული სახელი. მისი დაცემა ნაწინასწარმეტყველები იყო ბაბილონის დაცემასთან ერთად (იერ. 50:2).

ბაბილონელ მეფეებს, მეროდაქ-ბალადანსა (ეს. 39:1) და ევილ-მეროდაქს (2მფ. 25:27) სახელები ამ ღვთაების სახელის მიხედვით ეწოდათ. მას შემდეგ, რაც მეფე ხამურაბიმ სამეფოს დედაქალაქად ბაბილონი გამოაცხადა, ბაბილონთან ერთად მეროდაქის კულტიც აღზევდა. მეროდაქს მიაწერეს უფრო ძველი ღვთაებების ნიშან-თვისებები. ვარაუდობენ, რომ ბაბილონელმა ქურუმებმა მითოლოგიური სიუჟეტი ისე შეცვალეს, რომ მეროდაქი ტიამატის მკვლელად, ქვეყნისა და კაცთა შემოქმედად გამოიყვანეს. ბაბილონურ ტექსტებში მარდუქი (მეროდაქი) არის ეას (წყლის სტიქიის ღმერთი) ძე, სარპანიტუს ქმარი და ნებოს მამა.

ბაბილონში მეფური ძალაუფლების მიღება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეროდაქის ქანდაკებასთან, რომელიც ესაგილას ტაძარში იდგა. გამეფების ცერემონიისას მეფე ხელს ჰკიდებდა მეროდაქის ქანდაკების ხელს. ეს ცერემონია ყოველწლიურად ახალი წლის დღესასწაულზე მეორდებოდა. მაშინაც კი, როცა ბაბილონში ასურელები ბატონობდნენ, ასურელ მეფეებს მოეთხოვებოდათ ყოველწლიურად ახალი წლის დღესასწაულზე ბაბილონში ჩასვლა და მეროდაქის ქანდაკების ხელზე შეხებით თავისი მეფობის უფლების დაკანონება.

იერემია წინასწარმეტყველმა ბაბილონის დაცემასთან ერთად მეროდაქის შეძრწუნებაც იწინასწარმეტყველა. ეს მაშინ შესრულდა, როცა მეროდაქმა ვერ შეძლო ბაბილონის იმპერიისთვის ძალაუფლების შენარჩუნება და ვინაიდან ბაბილონის დამპყრობლები სხვა ღმერთების თაყვანისმცემლები იყვნენ, მეროდაქის მომავალი სათუო გახდა და მის კულტს საფრთხე დაემუქრა (იერ. 50:2; იხ. ბელი; ღმერთები და ქალღმერთები [ბაბილონელთა ღვთაებები]).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება