საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 32 გვ. 146-გვ. 149
  • „იეჰოვა, გთხოვ, აუხილე თვალი“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „იეჰოვა, გთხოვ, აუხილე თვალი“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • იეჰოვას ცეცხლოვანი ჯარი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ელისემ დაინახა ცეცხლოვანი ეტლები თქვენც ხედავთ?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • ელისე
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მკითხველთა შეკითხვები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 32 გვ. 146-გვ. 149

32 ᲔᲚᲘᲡᲔ

„იეჰოვა, გთხოვ, აუხილე თვალი“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲛᲗᲔᲑᲘᲗ გარშემორტყმულ ველზე, შემაღლებულ ადგილას, გალავნიანი ქალაქი დოთანი მდებარეობს. სწორედ აქ იმყოფებიან ახლა ელისე და მისი მსახური. სისხამ დილით მსახური გარეთ გადის და ხედავს, რომ ღამით ქალაქს სირიელების დიდი ჯარი შემოსდგომია ცხენებითა და საომარი ეტლებით. მათი მთავარი სამიზნე წინასწარმეტყველი ელისეა. შეშინებული მსახური მასთან გარბის და ეუბნება, რომ დიდ საფრთხეში არიან.

ელისე აქამდეც არაერთხელ აღმოჩენილა სახიფათო სიტუაციებში. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც იეჰოვამ მასთან წინასწარმეტყველი ელია გაგზავნა, რომ ის საქმის გამგრძელებლად მოემზადებინა. მათ ბოროტი მეფის, ახაბის, და დედოფალ იზებელის, შემდეგ კი მათი ვაჟის, ახაზიას, მეფობის დროს უწევდათ წინასწარმეტყველება. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ცეცხლოვანმა ეტლებმა ელია და ელისე ერთმანეთს დააშორა და ელია ქარიშხალმა აიტაცა, ახალგაზრდა ელისე თავისი მასწავლებლის გარეშე დარჩა. მართალია, მას შემდეგ ელია აღარასდროს უნახავს, მაგრამ ის ერთგულად აგრძელებდა მის საქმეს და ისრაელიდან ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად „წინასწარმეტყველთა ძეებს“ ხელმძღვანელობდა (2 მეფ. 2:15).

იეჰოვამ ელისეს ხელით უკვე მოახდინა არაერთი სასწაული. ცოტა ხნის წინ მან სირიის მეფის, ბენ-ჰადადის, ცნობილი მხედართმთავარი ნაამანი განკურნა. თუმცა მადლობის ნაცვლად ის კვლავაც თავს ესხმოდა ისრაელს. მაგრამ იეჰოვა მის გეგმებს ელისეს უმხელდა, ის კი ისრაელის მეფეს აფრთხილებდა მტრის ადგილმდებარეობის შესახებ. წარუმატებლობით განრისხებულმა ბენ-ჰადადმა ისიც კი იფიქრა, რომ მოღალატე ჰყავდა თავის რიგებში. თუმცა ერთმა მსახურმა უთხრა, რომ ისრაელის მეფეს მათ გეგმებს წინასწარმეტყველი ელისე ატყობინებდა. სწორედ ამ ამბის გაგების შემდეგ გამოგზავნა ბენ-ჰადადმა ჯარი ელისეს შესაპყრობად.

ელისე და მისი მსახური, ერთი შეხედვით, მარტოები იყვნენ. მაგრამ წინასწარმეტყველი რწმენის თვალით სხვა რამეს ხედავდა.

აი, რას ეუბნება ელისეს შეშინებული მსახური: „ვაიმე, ჩემო ბატონო! რა ვქნათ?“. ამის პასუხად ელისე დაუვიწყარ სიტყვებს ამბობს: „ნუ გეშინია, ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან!“. ეს სიტყვები ალბათ დაუჯერებლად ჟღერს, რადგან მათ გარდა იქ არავინაა. ამიტომ ელისე იეჰოვას შესთხოვს: „იეჰოვა, გთხოვ, აუხილე თვალი, რომ დაინახოს!“.

იეჰოვაც მაშინვე პასუხობს ელისეს ლოცვას და მსახურის თვალწინ გასაოცარი სურათი იშლება. ის ხედავს, რომ მათ ირგვლივ მთებზე ანგელოზთა ლაშქარია დაბანაკებული ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით.

ელისე და მისი მსახური საგუშაგო კოშკზე დგანან. მსახური ხედავს, რომ ანგელოზთა ლაშქარი ცხენებითა და საომარი ეტლებით მთებიდან დაბლობისკენ მიემართება, სადაც სირიელთა ლაშქარია დაბანაკებული.

თუმცა სირიელები ვერ ხედავენ იეჰოვას ლაშქარს და ქალაქს უახლოვდებიან ელისეს შესაპყრობად. ამ დროს ელისე იეჰოვას სთხოვს, რომ დააბრმაოს ისინი და ეს ასეც ხდება. თუმცა ისინი ფიზიკურად კი არ კარგავენ მხედველობას, უბრალოდ ვეღარ აღიქვამენ თვალით დანახულს. ასეთ მდგომარეობაში ჩაცვენილებს ელისე სთავაზობს, რომ იმ კაცთან წაიყვანს, ვისაც ეძებენ. მას ისინი დაახლოებით 16 კილომეტრის მოშორებით შუაგულ სამარიაში მიჰყავს, შემდეგ კი იეჰოვას სთხოვს, რომ თვალი აუხილოს მათ. ისინიც ხვდებიან, რომ ისრაელის დედაქალაქში ამოყვეს თავი. ისრაელის მეფე მათ სიკვდილით დასჯას ფიქრობს. თუმცა ელისე მეფეს ეუბნება, რომ ჯერ დააპუროს ისინი და შემდეგ სახლში გაუშვას. ამ ამბის შემდეგ სირიელები მეტად აღარ ბრუნდებიან ისრაელში სათარეშოდ.

ელისე იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლების შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ანგელოზებთან ერთად ყოველთვის თავისი მსახურების გვერდითაა და მზადაა მათ დასახმარებლად. სწორედ ეს მატებდა მას გამბედაობას და ამიტომაც ხედავდა რწმენის თვალით იეჰოვას ლაშქარს. თუ ჩვენც ელისეს მსგავსი რწმენა გვექნება, გამბედაობას არც ჩვენ დავკარგავთ.

წაიკითხეთ:

  • 2 მეფეები 6:8–23

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ელისეს გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) საიდან ჩანს, რომ ელისეს მზადყოფნის სული ჰქონდა, შეუპოვარი იყო და აფასებდა იეჰოვასგან მიღებულ დავალებას? (1 მეფ. 19:19–21; it „ელისე“ ¶2) სურათი 1

ელისე გუთნით ცეცხლს ანთებს. იქვე ქვაზე ელია ზის და უყურებს.

სურათი 1

სურათი 1

  1. 2) რატომ სთხოვა ელისემ ელიას მისი „სულის ორი წილი“? (2 მეფ. 2:9; w03 11/1 31)

  2. 3) საიდან ჩანს, რომ იეჰოვას ფიზიკურად არ დაუბრმავებია სირიელები? (it „სიბრმავე“ ¶6)

  3. 4) როგორი პიროვნება იყო ელისე და რა საქმეს ასრულებდა? (it „ელისე“ ¶27, 28)

რას სწავლობთ

  • განსაკუთრებით რა სიტუაციებში შეგვმატებს გამბედაობას იმის ცოდნა, რომ ანგელოზები ჩვენ გვერდით არიან? სურათი 2

    ერთი და, რომელიც საავადმყოფოში წევს, მტკიცედ ამბობს უარს სისხლის გადასხმაზე. მის გარშემო სამედიცინო პერსონალია. ისინი მასზე ზეწოლას ახდენენ.

    სურათი 2

  • როგორ გაამხნევა ელისემ თავისი მსახური და რისი სწავლა შეგვიძლია მისგან თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის უხუცესებს?

  • რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ელისეს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ელისეს?

გაიგეთ მეტი

რისი სწავლა შეუძლიათ ელისესგან იმ ძმებს, რომლებიც ახალ დავალებებს იღებენ?

„პატივი ეცით გამოცდილ ძმებს“ (4:48)

გაიგეთ, კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია ელისესგან.

„ელისემ დაინახა ცეცხლოვანი ეტლები – თქვენც ხედავთ?“ (w13 8/15 28–30)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება