საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 33 გვ. 150-გვ. 153
  • მან დაიცვა სამეფო საგვარეულო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მან დაიცვა სამეფო საგვარეულო
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • იეჰოიადა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • გაბედული იეჰოიადა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • განივითარეთ ღვთის შიში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 33 გვ. 150-გვ. 153

33 ᲘᲔᲰᲝᲘᲐᲓᲐ

მან დაიცვა სამეფო საგვარეულო

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲣᲓᲐᲡ ძალიან მძიმე დრო უდგას. ქვეყანა დიდ ბოროტებაშია გახვეული. ტახტზე დედოფალი ათალია ზის. ის ისრაელის მეფე ახაბის და მისი ცოლის, იზებელის, ასულია, რომლებსაც იმდენად დიდ ბოროტებაში აქვთ გასვრილი ხელი, რომ იეჰოვამ მათი სახლეულობის განადგურება გადაწყვიტა. ათალიაც მშობლების კვალს ადგას. მართალია, ის იუდას მეფეს გაჰყვა ცოლად, მაგრამ სძულს წმინდა თაყვანისმცემლობა. ქმრის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ჯერ მისი ვაჟი ავიდა, თუმცა მას დიდხანს არ უმეფია, რადგან იეჰოვას ბრძანებით ის სიცოცხლეს გამოასალმეს. სწორედ ამის შემდეგ ჩაიგდო ხელში ათალიამ ტახტი. არადა ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას ნებას. მან ხომ იუდას ტახტზე ასვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს მიანიჭა, თანაც დავითის შთამომავლებს. მეფობა რომ განიმტკიცოს, ის ტახტის ყველა მემკვიდრის მოცილებას გადაწყვეტს და საკუთარი შვილიშვილების დახოცვის ბრძანებას გასცემს.

ერთი შეხედვით, სიტუაცია გამოუვალი ჩანს. თუმცა სამეფო საგვარეულოს დამცველი უჩნდება. მართალია, ტახტზე წმინდა თაყვანისმცემლობის დაუძინებელი მტერი ზის, მაგრამ ქვეყნის სულიერი წინამძღოლი იეჰოვას ერთგულია. ეს კაცი მღვდელმთავარი იეჰოიადაა.

უმწეო ბავშვის დასაცავად მღვდელმთავარმა და მისმა ცოლმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს.

იეჰოიადა ხანშია შესული, თუმცა შესაშური შემართება აქვს. მისი ცოლი ათალიას ქმრის, იეჰორამის ასული, იეჰოშებაა, რომელსაც იეჰოშაბათსაც ეძახიან. თავისი ქმრის მსგავსად ეს ქალიც იეჰოვას თაყვანისმცემლობის სადარაჯოზე დგას და დიდი გაბედულებით გამოირჩევა. სწორედ ისინი გვევლინებიან დავითის სამეფო საგვარეულო ხაზის დამცველებად. როდესაც ათალია ტახტის ყველა მემკვიდრის დახოცვის ბრძანებას გამოსცემს, იეჰოშება გაბედულებას იკრებს და დასახოცად განწირულ უფლისწულებს ჩვილ იეჰოაშს გამოარიდებს. მას უფლისწული ძიძასთან ერთად თავის ქმართან, მღვდელმთავარ იეჰოიადასთან, მიჰყავს და ისინი მას ტაძრის ერთ ოთახში მალავენ.

მღვდელმთავარ იეჰოიადას ღამით ჩუმად შეჰყავს ტაძარში იეჰოშება, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს. მათ თან ბავშვის ძიძაც ახლავთ.

ეს საკმაოდ საშიშია, რადგან თუ ეს ამბავი ათალიას ყურამდე მივა, ის უმალ სიცოცხლეს გამოასალმებს მათ. მაგრამ ამ ცოლ-ქმარმა კარგად უწყის, რომ იეჰოვას განზრახვით დავითის შთამომავალმა მარადიულად უნდა იმეფოს (2 სამ. 7:12, 13). ამიტომ ყველაფერს აკეთებენ ყმაწვილის დასაცავად. ამასობაში ექვსი წელიც გადის. იეჰოიადა ამ დროს კიდევ ერთ გაბედულ ნაბიჯს დგამს. ის ხუთ ერთგულ ასისთავს კრებს და დიდ საიდუმლოს უმხელს – დავითის ტახტის კანონიერი მემკვიდრე ცოცხალია. ის მათ ეუბნება, რომ ტაძრის მიმდებარედ 500 ჯარისკაცი დააყენონ. იეჰოიადა მათ ტაძრიდან ფარებსა და შუბებს ურიგებს, რათა იეჰოაშის მეფედ ცხების დროს მათ მისი დაცვა შეძლონ. და აი, გადამწყვეტი მომენტიც დგება – იეჰოიადა ტახტის კანონიერ მემკვიდრეს ამეფებს, რასაც ხალხი სიხარულის ყიჟინით ხვდება.

ყიჟინის ხმა ათალიას ყურამდეც აღწევს და ტაძრისკენ მირბის. ის ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს და გაცოფებული ყვირის: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“, არადა თავადაა ტახტზე უკანონოდ ასული. მისი მცდელობა არ ამართლებს, მის მხარეს არავინ იკავებს. იეჰოიადა კი ამჯერადაც გაბედულებას იჩენს და ასისთავებს უბრძანებს, რომ ეს ბოროტი დედოფალი ტაძრიდან გაიყვანონ და მოკლან. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს სრულდება იეჰოვას სიტყვები: „ამოწყდება ახაბის მთელი სახლეულობა“ (2 მეფ. 9:8).

იეჰოიადა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ის ხალხსაც და მეფესაც იეჰოვასადმი ერთგულების პირობას ადებინებს. ამის შემდეგ ბრძანებას გასცემს, რომ ბაალის ტაძარი დაანგრიონ, მისი ქურუმი კი მოკლან. იეჰოიადა მას მერეც ზრუნავს ყმაწვილ მეფეზე და მისი დახმარებით იეჰოაში იეჰოვას ერთგული კარგი მეფე ხდება. მღვდელმთავარი 130 წლის ასაკში კვდება და მას განსაკუთრებული პატივით მარხავენ იერუსალიმში მეფეთა გვერდით.

სამწუხაროდ, მისი სიკვდილის შემდეგ მეფე იეჰოაში იუდას მთავრების გავლენაში ექცევა, რომლებიც იეჰოვას ორგულები არიან, და ცრუთაყვანისმცემლობაში ხვევს ხალხს. ის არც წინასწარმეტყველებს უსმენს, რომლებსაც იეჰოვა გასაფრთხილებლად უგზავნის. მათ შორის ერთ-ერთი იეჰოიადას ვაჟი ზაქარიაა. ის ხალხს ეკითხება: „რატომ არღვევთ იეჰოვას მცნებებს?!”. თუმცა იეჰოაში არათუ ინანიებს, მას სიკვდილით სჯის. ზაქარია უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მამასავით ერთგული რჩება. საუკუნეების შემდეგ იესომაც მოიხსენია ის და მართალი კაცი უწოდა. მისი სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა და იესო არასდროს ივიწყებენ გაბედულ და ერთგულ ადამიანებს.

წაიკითხეთ:

  • 2 მეფეები 11:1–21; 12:1, 2

  • 2 მატიანე 22:10–12; 23:1–21; 24:1, 2, 7, 15–22

  • მათე 23:35

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა იეჰოიადას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ „კარიელი მცველები“, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იეჰოაშის გამეფების დროს? (2 მეფ. 11:4, 19; it „კარიელი მცველები“)

  2. 2) რა შეიძლება ყოფილიყო „მოწმობა“ და რატომ დაადო თავზე იეჰოიადამ ის უფლისწულს? (2 მეფ. 11:12, სქ.; w91 2/1 31 ¶5, 6) სურათი 1

    მღვდელმთავარი იეჰოიადა გამეფებულ ყმაწვილ იეჰოაშს თავზე გრაგნილს ადებს.

    სურათი 1

  3. 3) რატომ გასცა იეჰოაშმა იეჰოვას ტაძრის შეკეთების ბრძანება? (2 მატ. 24:4–7, 11–14; it „იეჰოაში“ №1 ¶5)

  4. 4) რატომ მოიხსენია იესომ იეჰოიადას ვაჟი ზაქარია „ბარაქიას ძედ“? (მათ. 23:35; it „ზაქარია“ №12 ¶2)

რას სწავლობთ

  • იეჰოიადა დაახლოებით 100 წლის იყო, როცა იეჰოაში დამალა. რატომ შეიძლება მისი მაგალითი გამამხნევებელი იყოს ხანდაზმული და-ძმებისთვის? (ფსალმ. 92:12, 14) სურათი 2

    ასაკოვანი ძმა, რომელიც თვითგადასაადგილებელ ყავარჯენს იყენებს, თბილი ღიმილით ართმევს ხელს პატარა ბიჭუნას, რომელიც მშობლებთან ერთად დარბაზში შედის.

    სურათი 2

  • იეჰოაში სწორად იქცეოდა იმ დრომდე, სანამ უსმენდა იეჰოიადას. რისი სწავლა შეუძლიათ აქედან ახალგაზრდებს?

  • რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოიადას გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იეჰოიადას?

გაიგეთ მეტი

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს იქიდან, რაც იეჰოაშს დაემართა?

„იეჰოაში ცუდმა მეგობრებმა იეჰოვას ჩამოაშორეს“ (w09 4/1 24, 25)

გაიგეთ, როგორ მიჰყვება ჩვენი ორგანიზაცია იეჰოიადას მაგალითს, როცასაქმე შესაწირავებს ეხება.

„შესაწირავები, რომლებიც სიამოვნებს ღმერთს“ (w05 11/1 26, 27)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება