საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 34 გვ. 154-გვ. 157
  • „ის იეჰოვას ერთგული იყო“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ის იეჰოვას ერთგული იყო“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ხიზკია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მეფის რწმენა ჯილდოვდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • იეჰოვა ნების თავისუფლებას გვაძლევს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • ღმერთი დაეხმარა მეფე ხიზკიას
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 34 გვ. 154-გვ. 157

34 ᲮᲘᲖᲙᲘᲐ

„ის იეჰოვას ერთგული იყო“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲘᲡ ᲘᲣᲓᲐᲡ ერთ-ერთი გამორჩეული მეფე და იეჰოვას ერთგული ადამიანი იყო. თუმცა მამამისზე, მეფე ახაზზე, იმავეს ვერ ვიტყვით. ახაზი ორგულობდა იეჰოვას და ბევრ ბოროტებას სჩადიოდა. მან ცრუ ღმერთებს თავისი ვაჟებიც კი შესწირა და ხალხიც გახვია ცრუ თაყვანისმცემლობაში (2 მეფ. 16:2–4; 2 მატ. 28:1, 3). თუმცა მისი ვაჟი მამის კვალს ნამდვილად არ გაჰყოლია. მართალია, ასეთი მამის ხელში მას ძალიან მძიმე ბავშვობა ექნებოდა, მაგრამ მან შეიყვარა იეჰოვა. ამ ახალგაზრდას ხიზკია ერქვა. ის მამამისის სიკვდილის შემდეგ 25 წლის ასაკში გამეფდა და მაშინვე შეუდგა რეფორმების გატარებას.

ხიზკიამ გააღო იეჰოვას ტაძრის კარები და მისი შეკეთება დაიწყო. ტაძრიდან კერპები მოაშორა და ორგანიზება გაუწია, რომ კვლავ შესრულებულიყო მღვდელმსახურება. მალევე მან იმაზეც იზრუნა, რომ პასექი აღენიშნათ. ხიზკიამ ჩრდილოეთ ათტომიან სამეფოშიც კი გაგზავნა მაცნეები, რომ ისინიც მოეწვია ამ დღესასწაულზე. მართალია, ეს ხალხი ცრუ თაყვანისმცემლობაში იყო გახვეული და ზოგს სასაცილოდაც არ ეყო ეს მოწვევა, მაგრამ ზოგიერთები ჩავიდნენ იერუსალიმში. ხიზკიას მაგალითით გულანთებულმა ხალხმა მოსპო კერპები და მაღლობები როგორც იუდაში, ისე ისრაელში. მეფემ სპილენძის გველიც კი დაამტვრია, რომელიც საუკუნეების წინ მოსემ იეჰოვას ბრძანებით გააკეთა, თუმცა ხალხმა მოგვიანებით კერპად აქცია.

მაგრამ ხიზკია სულ სხვა სირთულის წინაშე აღმოჩნდა. იეჰოვა უკვე დიდი ხნის მანძილზე აფრთხილებდა ჩრდილოეთ სამეფოს, რომ ორგულობის გამო მათ მტრები დაესხმებოდნენ თავს და გაანადგურებდნენ. ეს ასეც მოხდა. ხიზკია სულ რამდენიმე წლის გამეფებული იყო იუდაზე, როცა ასურელები თავს დაესხნენ ჩრდილოეთ სამეფოს და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადაასახლეს. იუდასაც იგივე ბედი ხომ არ ელოდა? ისინი ხომ უფრო მძიმედაც კი სცოდავდნენ, ვიდრე ჩრდილოეთ სამეფოს მკვიდრი მათი თანამემამულეები. თანაც იეჰოვა მათაც აფრთხილებდა, რომ ორგულობის გამო სასჯელი არ ასცდებოდათ. მისი სიტყვა კი არასდროს რჩება შეუსრულებელი.

და აი, დგება მისი სიტყვის შესრულების დროც. ასურელთა ჯარი სისასტიკით სახელგანთქმული მეფის, სინახერიბის, მეთაურობით იუდას უახლოვდება. ისინი ერთი მეორის მიყოლებით იპყრობენ იუდას ქალაქებს. ხიზკია მართლაც ცუდ დღეშია. თანაც, როგორც ჩანს, ყველაფერს ისიც ემატება, რომ ის სასიკვდილოდ სნეულდება. მას ალბათ იმაზეც ეფიქრება, რომ ჯერ კიდევ არ ჰყავს მემკვიდრე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაწყდეს დავითის სამეფო საგვარეულო ხაზი. ასეთ დღეში ჩავარდნილი ხიზკია იეჰოვას სთხოვს განკურნებას. ისიც უპასუხოდ არ ტოვებს მის ლოცვას და 15 წლით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. თუმცა ამასობაში ასურელები სულ უფრო უახლოვდებიან იერუსალიმს.

იეჰოვას წმინდა ქალაქი იერუსალიმი რომ დაიცვას, ხიზკია სინახერიბს დიდძალ ოქრო-ვერცხლს უგზავნის. თუმცა სინახერიბს არც ეს აჩერებს და კვლავაც გეგმავს იერუსალიმის აღებას. ხიზკიაც ყველანაირად ემზადება თავდასხმისთვის. ის ამაგრებს ქალაქს, გარედან კიდევ ერთ გალავანს აშენებს და იქ წყალსადენი შეჰყავს, რათა ალყის შემთხვევაში ხალხი წყლის გარეშე არ დარჩეს. მეფე ხალხსაც ამხნევებს და არწმუნებს იმაში, რომ ყველაზე ძლიერი ლაშქარიც კი უძლური იქნება იეჰოვას წინაშე.

ხიზკია არ შეუშინდა უძლიერეს მტერს.

ამასობაში სინახერიბი ხალხის დასაშინებლად სხვა მეთოდებსაც მიმართავს. ის იერუსალიმში გზავნის რაბშაკეს, რომელიც ხალხის თვალწინ მასხრად იგდებს მათ მეფესაც და ღმერთსაც. თუმცა ხიზკია არ ტყდება და ხალხსაც განამტკიცებს. სინახერიბი მუქარის წერილებსაც უგზავნის მეფეს, თუმცა არც ეს ჭრის. ის იეჰოვას ტაძარში მიდის და წერილებს მის წინაშე შლის ანუ, ფაქტობრივად, მთელ პრობლემას იეჰოვას ანდობს. ამის საპასუხოდ იეჰოვა მას ესაიას პირით ანუგეშებს. ის მას უმხელს, რომ სინახერიბი იერუსალიმში შესვლას ვერ მოახერხებს და მისი ჯარისკაცები ისარსაც კი ვერ გაისვრიან იქ.

ტაძრის კიბეებზე დამხობილ ხიზკიას წინ სინახერიბის წერილები აქვს გაშლილი და იეჰოვას შესთხოვს დახმარებას. შორიდან მას მღვდლები აკვირდებიან.

იმ ღამით იეჰოვა ასურელთა ბანაკში თავის ანგელოზს გზავნის, რომელიც 185 000 ჯარისკაცს ანადგურებს. სინახერიბს თავზარს სცემს გაწყვეტილი ლაშქრის დანახვა და შერცხვენილი და დამცირებული სამშობლოში ბრუნდება. რაღაც დროის შემდეგ მას თავისი ღვთის, ნისროქის, ტაძარში საკუთარი ვაჟები კლავენ. ასეთი გამარჯვების შემდეგ ხიზკიას სიხარულს საზღვარი არ აქვს.

იეჰოვას წყალობით მეფემ მტერიც ჩამოიშორა და განიკურნა კიდეც. ამის შემდეგ მას ვაჟიც ეყოლა. სამწუხაროდ, მოგვიანებით ხიზკია გაამაყდა. თუმცა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ შეაგონა, თავი დაიმდაბლა. ის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მეფე იყო ისრაელის ისტორიაში. ურთულეს სიტუაციებში მან უდიდესი გაბედულება გამოიჩინა და სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა.

წაიკითხეთ:

  • 2 მეფეები 18:1–19:37

  • 2 მატიანე 29:1–32:33

  • ესაია 38:1–39:8

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა ხიზკიას გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რა არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ბიბლიაში ხიზკიას შესახებ ჩაწერილს? (w11 5/1 15 ¶1–3) სურათი 1

    Zev Radovan/Alamy Stock Photo

    სურათი 1: ძვ. წ. VIII საუკუნით დათარიღებული თიხის ფირფიტა წარწერით: „იუდას მეფე ხიზკიასი, ახაზის [ვაჟისა]“

  2. 2) როგორ შესრულდა ხიზკიაზე ესაიას სიტყვები: „სწრაფი გესლიანი გველი იქნება“? (ეს. 14:28, 29; ip-1 190, 191 ¶4–6)

  3. 3) რატომ არის საინტერესო სინახერიბის სიტყვები, რომელსაც არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ უძველეს პრიზმაზე ვხვდებით? (g 12/10 27 ¶3–5) სურათი 2

    © The Trustees of the British Museum. Licensed under CC BY-NC-SA 4.0. Source

    სურათი 2: ტეილორის პრიზმა, რომელზეც სინახერიბი გაზვიადებულად აღწერს თავის გამარჯვებებს

  4. 4) რა დასკვნამდე მივიდნენ 2003 წელს მეცნიერები, რომლებმაც გადაამოწმეს, მართლა ხიზკიას დროს იყო თუ არა გაყვანილი აღმოჩენილი წყალსადენი? (w09 5/1 27 ¶3–5)

რას სწავლობთ

  • რა მაგალითს აძლევს ხიზკია მათ, ვისი მშობლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას? სურათი 3

    ახალგაზრდა ბიჭი, რომლის ოჯახიც დაბადების დღეს აღნიშნავს, სახლიდან გადის. მას ხელში უჭირავს წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. ერთი ოჯახის წევრი გადაჯვარედინებული ხელებით დგას და გაბრაზებული სახით იყურება მისკენ.

    სურათი 3

  • ყველაზე მეტად რა აფიქრებდა ხიზკიას, როცა ასურელები იერუსალიმის განადგურებით იმუქრებოდნენ? (2 მეფ. 19:15–19). ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

  • რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ ხიზკიას გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ ხიზკიას?

გაიგეთ მეტი

იხილეთ, როგორ არის გაცოცხლებული ფილმის ამ მონაკვეთში 2 მეფეების 19:14–36.

„გთხოვ, გვიხსენი“ (5:38)

როგორ შესრულდა მიქას 5:5 ხიზკიას დროს და დღეს როგორ სრულდება?

„შვიდი მწყემსი და რვა მთავარი – ვის წარმოადგენენ ისინი დღეს?“ (w13 11/15 18–20 ¶9–18)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება