საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wcg თ. 47 გვ. 212-გვ. 215
  • „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“
  • გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გამოიკვლიეთ
  • რას სწავლობთ
  • ფართოდ შეხედეთ საკითხს
  • გაიგეთ მეტი
  • ის არ შეუშინდა იეჰოვას დავალებას
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • მარიამი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • „უფალი ვიხილე“
    გაბედულად იარეთ ღვთის გზით
  • „იეჰოვას მხევალი ვარ!“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
იხილეთ მეტი
გაბედულად იარეთ ღვთის გზით
wcg თ. 47 გვ. 212-გვ. 215

47 ᲚᲐᲖᲐᲠᲔᲡ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲘᲐᲛᲘ

„მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“

ბეჭდური ვერსია
ბეჭდური ვერსია

ᲛᲐᲠᲘᲐᲛᲘ, მართა და ლაზარე იესოს ძალიან უყვარდა და ბევრ სიკეთესაც უკეთებდა. როდესაც ის მათთან ბეთანიაში რჩებოდა, ყოველთვის ბევრ რამეს ასწავლიდა. ხოლო მაშინ, როცა მარიამს და მართას თავიანთი უსაყვარლესი ძმა გამოეცალათ ხელიდან, იესომ მკვდრეთით აღადგინა ის. რა გასაკვირია, რომ მარიამი უზომოდ მადლიერი იქნებოდა იესოსი.

მადლიერების გამოსახატავად მარიამმა გადაწყვიტა, თავისი უფლისთვის განსაკუთრებული ძღვენი მიეტანა – „ერთი ლიტრა სუფთა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი“, რომელიც ალებასტრონის ჭურჭელში ესხა. ეს ნელსაცხებელი ძალიან ძვირად ფასობდა. მისი საფასური დაახლოებით მუშის ერთი წლის გასამრჯელოს უდრიდა. უცნობია, საიდან ჰქონდა მარიამს ასეთი ნელსაცხებელი, თუმცა ამაზე ძვირადღირებული რამ მას ალბათ არც არაფერი ჰქონდა.

მან იცოდა, რომ კრიტიკას ვერ ასცდებოდა, მაგრამ მაინც არ შეიკავა თავი, რომ იესოსთვის ძვირფასი ძღვენი მიეტანა.

აი, როგორ მოხდა ეს. ერთ დღეს, როცა იესო ბეთანიაში ერთ-ერთ სახლში იყო სტუმრად, მარიამი მასთან მივიდა, გატეხა ალებასტრონის ჭურჭელი და ძვირფასი ნელსაცხებელი იესოს თავსა და ფეხებზე დაასხა. სახლი ნელსაცხებლის სურნელმა აავსო. ამის შემდეგ მან თავსაბურავი მოიხსნა და უფალს ფეხები თმით შეუმშრალა. იმ კულტურაში თმის გამოჩენა ზოგისთვის ალბათ ძალიან მიუღებელი იქნებოდა, თუმცა ამ თავმდაბალი ქალისთვის მთავარი ის იყო, რომ განედიდებინა თავისი უფალი.

მარიამის საქციელს ყველა აღფრთოვანებით როდი შეხვდა. ერთ-ერთი იუდა ისკარიოტელი იყო, რომელიც ისე აღშფოთდა, რომ სხვა მოციქულებიც აიყოლია. „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი 300 დინარად და რატომ არ დაურიგდა ფული ღარიბებს?!“ – ამბობდა იუდა. წარმოიდგინეთ, როგორ დამცირებულად იგრძნობდა თავს ამ დროს მარიამი. მას მთელი გულით უნდოდა, პატივი მიეგო თავისი უფლისთვის. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაეფასებინათ იმისთვის, რაც გააკეთა, თავად უფლის მოციქულებმა გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში.

თუმცა იესო ასე არ მოქცეულა, მეტიც, გამოექომაგა მას: „თავი დაანებეთ! . . მან ხომ სიკეთე გამიკეთა“. ამ სიტყვებით იესომ დაანახვა სხვებს, რამხელა სიყვარულმა უბიძგა მარიამს ამ ნაბიჯისკენ. მან ისიც კი აღნიშნა, რომ მარიამმა, ფაქტობრივად, დასაკრძალად მოამზადა მისი სხეული. მართალია, მარიამმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ იესოსთვის მის ამ ჟესტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მარიამის საქციელი მან ასეთი სიტყვებით შეაფასა: „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“. ბოლოს კი დასძინა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ მსოფლიოში, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც გაიხსენებენ, რაც ამ ქალმა გააკეთა“. იესო ხედავდა მის სიყვარულსა და გაბედულებას. მართლაც, ასეთი ხელგაშლილობისთვის ეს ქალი კრიტიკას კი არა, ქებას იმსახურებდა.

იესო მოციქულების წინაშე იცავს მარიამს, რომელსაც იუდა აკრიტიკებს. მარიამი მის ფეხებთან ზის და ხელში ალებასტრონის ჭურჭელი უჭირავს.

იესოს სიტყვების შემდეგ ხმა აღარავის ამოუღია. თუმცა იქიდან წამოსულმა იუდამ გადაწყვიტა, რომ გაეცა მოძღვარი. რაც შეეხება მარიამს, ის დიდად დააფასებდა იმას, თუ როგორ გამოექომაგა იესო. სულ რამდენიმე დღეში მისი უფალი უსამართლოდ დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. მაშინ ის კიდევ უფრო მეტად ჩასწვდებოდა, რატომ თქვა იესომ, რომ მარიამმა მისი სხეული დასაკრძალად მოამზადა. წარმოიდგინეთ, როგორ დაამწუხრებდა ასეთ გულკეთილ ადამიანს იესოს ტანჯვისა და სიკვდილის ყურება. თუმცა მისი მისამართით ნათქვამი იესოს სიტყვები მას ამ უმძიმეს წუთებშიც დიდად ანუგეშებდა.

იესოს სიკვდილიდან სამ დღეში გასაოცარი რამ მოხდა – ის მკვდრეთით აღდგა. ზეცად ამაღლებამდე 500-ზე მეტ მოწაფეს ეჩვენა და, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ დაავალა, რომ „ყველა ერის ხალხთან“ ექადაგათ სასიხარულო ცნობა (მათ. 28:19, 20). ეს სასიხარულო ცნობა, როგორც იესომაც თქვა, ამ თავმდაბალი ქალის ამბავსაც მოიცავს, რომელსაც მთელი გულით უყვარდა თავისი უფალი. მარიამი არასდროს ინანებდა, რომ გაბედულება მოიკრიბა და საუკეთესო გაიღო იესოსთვის. მას არც ის დაავიწყდებოდა, როგორ შეაქო ის უფალმა რწმენისა და გამბედაობისთვის: „მან ის გააკეთა, რაც შეეძლო“.

წაიკითხეთ:

  • მათე 26:6–13

  • მარკოზი 14:3–9

  • ლუკა 10:38–42

  • იოანე 11:5, 6, 31–35, 41–45; 12:1–8

იმსჯელეთ:

რაში გამოჩნდა მარიამის გაბედულება?

გამოიკვლიეთ

  1. 1) რას ვიგებთ ბიბლიიდან მარიამისა და მართას პიროვნების შესახებ? (ლუკ. 10:39, 40; იოან. 11:20; ia 173 ¶5, 6; 176 ¶17) სურათი 1

    მარიამი და მისი და მართა. მარიამი ფიქრობს, მართა კი, რომელსაც ხელში პურით სავსე მოწნული ლანგარი უჭირავს, იღიმება.

    სურათი 1

  2. 2) იესო თავს არ იკავებდა, რომ ქალებისთვის ესწავლებინა, მათ შორის მარიამისთვის. როგორ განასხვავებდა ეს მას იმდროინდელი მასწავლებლებისგან? (w99 9/1 30 ¶1–4)

  3. 3) რატომ ღირდა მარიამის მიერ გამოყენებული ნელსაცხებელი ძალიან ძვირი? (w08 5/1 31) სურათი 2

    ინდური ნარდი: © Haijie Lu, licensed under CC BY-NC 4.0. Source; გამომშრალი ფესვები: wasanajai/stock.adobe.com; alabaster jar: © The Trustees of the British Museum. Licensed under CC BY-NC-SA 4.0. Source

    სურათი 2: ალებასტრონის ჭურჭელი და იმ მცენარის (Nardostachys jatamansi) ყვავილი და ფესვები, რომლისგანაც, სავარაუდოდ, ნარდის ნელსაცხებელს ამზადებდნენ

  4. 4) რატომ არის საგულისხმო ის ფაქტი, რომ მარიამმა იესოს ნელსაცხებელი თავზეც სცხო და ფეხებზეც? (w10 11/1 6 ¶4, სქ.)

რას სწავლობთ

  • როგორც იესომ თქვა, „მარიამმა უკეთესი აირჩია“ ანუ სულიერი პირველ ადგილზე დააყენა (ლუკ. 10:42). როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ მას? სურათი 3

    ფოტოკოლაჟი: ახალგაზრდა და სულიერ საქმეებს პრიორიტეტულ ადგილს უჩენს. ეს სცენები მეორდება ამავე თავში. ახალგაზრდა და მეგობრული შეხვედრიდან ადრე მიდის, სხვები კი რჩებიან და აგრძელებენ თამაშს. ამ დას ღრმად სძინავს. თავთან ბიბლია უდევს. ეს და მეორე დილით სხვა დასთან ერთად სტენდთან მსახურობს.

    სურათი 3

  • იესომ მარიამი შეაქო იმისთვის, რომ „ის გააკეთა, რაც შეეძლო“. რას ვიგებთ აქედან ჩვენდამი იეჰოვას დამოკიდებულებაზე? (მარ. 12:29, 30; 14:8)

  • როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ მარიამს გაბედულებაში?

ფართოდ შეხედეთ საკითხს

  • რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?

  • როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?

  • მარიამი შესაძლოა იესოს თანამმართველად იყოს არჩეული. რატომ ხართ მადლიერი, რომ ასეთი მმართველი გეყოლებათ?

გაიგეთ მეტი

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს მარიამის, მართასა და იესოსგან, როცა საქმე მეგობრების არჩევას ეხება?

„ვინ გამიწევს კარგ მეგობრობას?“ (13:14)

იესოსთვის საჩუქრის ღირებულებას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მან ერთნაირად დააფასა როგორც მარიამის ძვირფასი ძღვენი, ისე ქვრივის ორი ლეპტა. ნახეთ, რისი სწავლა შეგვიძლია მისგან.

„ავლენ მადლიერებას?“ (w99 4/15 16 ¶3–7)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება